თემურ ქეცბაია: ეგვიპტეს ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს

AutoSharing Option
14 ნოემბერს თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ეგვიპტესთან. თემურ ქეცბაიას გუნდს შეკრება 12 ნოემბერს დაეწყო ფეხბურთის ფედრაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" და იმავე დღეს ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა.

- ეს ამხანაგური მატჩი კარგად უნდა ჩავატაროთ, ნაკრებისთვის წლის ბოლო თამაშია და წელიწადი კარგ ნოტაზე უნდა დავასრულოთ. სამატჩოდ გამოძახებული ფეხბურთელებიდან ბევრი ვერ ჩამოვა ნაკრებში. სამაგიეროდ, ბევრ სხვა ფეხბურთელს დავაკვირდებით. ყველანაირი ხელშეწყობა იქნება, რომ კარგად მოვემზადოთ ამ მატჩისთვის.

- მეტოქეზე რა ინფორმაცია გაქვთ?
- სერიოზული გუნდია, ვნახოთ. იმედია, საინტერესო თამაში გამოვა.

- მაინც
რა ფეხბურთს თამაშობს ეგვიპტის ნაკრები? კონკრეტულად რას ემსახურება ამ მეტოქესთან მატჩი?

- ეგვიპტელებს სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, ეს ნაკრები კარგ დონეზე თამაშობს. ეს თამაში დაგვეხმარება შესარჩევში საფრანგეთთან მატჩისთვისო, ასე არ ვიტყოდი, საფრანგეთთან შეხვედრამდე ხომ ოთხი თვეა დარჩენილი.

ეგვიპტესთან მატჩი დაგვანახებს ჩვენი ფეხბურთელების მდგომარეობას, არის თუ არა ზოგი ფეხბურთელი მზად ნაკრებში თამაშისთვის.

- ეგვიპტესთან მატჩისთვის ნაკრებში გამოძახებული იყო დავით დევდარიანი. მერე ითქვა, რომ ვერ ჩამოვა სანაკრებო შეკრებაზეო, თუმცა ამას წინათ მან დანიაში ითამაშა...
- ჩვენ არ გვითქვამს, რომ ის ტრავმის გამო ვერ ჩამოვა ნაკრებში. მას ტრავმა აწუხებდა და ჯერ ბოლომდე არ მოუშუშებია. თანაც, საკუთარ კლუბში თამაში აქვს პარასკევს. ამის გამო ვერ ჩამოვიდა ის ამ სანაკრებო შეკრებაზე.

- ვინ იქნება საქართველოს ნაკრების კაპიტანი ეგვიპტესთან?
- თამაშამდე ორი დღე დარჩა, კაპიტანს მოედანზე ნახავთ.

- როგორ ფიქრობთ, ჩვენი მედია ნორმალურად აშუქებს ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს?
- რომ ვთქვა, ნაკრების გაშუქებით თავს იკლავენო, მოვიტყუები. ორი ოფიციალური მატჩი გვქონდა და ერთი კაციც არ ჩამოსულა ქართული მედიიდან ამ თამაშების გასაშუქებლად. ასე რომ, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება გასაგებია. დანარჩენი თვითონ შეაფასეთ.

- საფრანგეთთან შეხვედრამდე, თებერვალშიც ხომ არ აპირებთ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩის გამართვას?
- ვცდილობთ, რომ ეს მოვახერხოთ, თუმცა ამის გაკეთება არცთუ ადვილია.

- ბოლო დროს ალექსანდრე ამისულაშვილი თავისი კლუბის ძირითადში აღარ ჩანს - ხომ არ იცით ამის მიზეზი?
- არ ვიცი. იმედია, ეს დროებითია.

პრესკონფერენციის ბოლოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მწუხარება გამოთქვა ჯანო ანანიძის მამის გარდაცვალების გამო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაცის, რომ გაიოგო მის კომენტარებს უნდა კითხულობდე. ამ კაცმა დაწერა, რომ " მე ისეთი კაპიტანი მჭირდება, ნაკრებისთვის მენისკიანი და გნებავთ სიცხიანიც რომ გამოვა მინდორზე დიდი ტკივილების მიუხედავად ვერაფერს შეატყობო" ეს თქვა ფაჩულიაზე თავის დროზე. ჯერ უნდა გახდე პლატინი და მერე შეიძლება იკოტრიალო პლატინივით მინდორზე ორთაბრძოლების შემდეგ.
gizog
19:00 13-11-2012
0
ოქრიაშვილს იმიტომ არ იძახებს თურმე რომ საფრანგეთთან ორი ყვითელის გამო ვერ ითამაშებს.აქ კიდევ ამბობს რომ ეს თამაში საფრანგეთთან თამაშისთვის მზადება არაა.. მე ამ კაცს ვერაფერი ვერ გავუგე
dato
10:47 13-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული