საქართველო VS ეგვიპტე - წელი მოგებით უნდა დავხუროთ!

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩს ითამაშებს და ცხადია, ჰეპი ენდი - 2012 მნიშვნელოვანი საკითხია.

თემურ ქეცბაიამ გუნდი 13 ნოემბერს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასას" მინდორზე ავარჯიშა. გარედან ყველაფერი ნორმალურად ჩანდა, ფეხბურთელებს მონდომება არ აკლდათ, მწვრთნელიც რიგიანად ხელმძღვანელობდა წვრთნას.

ნაკრების შემადგენლობაში რა ცვლილებები მოხდა, ადრე გაუწყეთ და ახლა ამაზე აღარ შევჩერდებით.

სხვადასხვა მიზეზის გამო ქეცბაიამ საუკეთესო კრებულს ვერ მოუყარა თავი, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ მწვრთნელის განკარგულებაში სუსტი შემადგენლობაა - ნაკრების ბირთვი მეტ
-ნაკლებად შენარჩუნებულია.

Sportall.Ge

გახურება, კვადრატი და ორკარა - ყველაფერმა ნიათიანად ჩაიარა. ორკარას დროს ისე ჩანდა, რომ ოთხშაბათს ქეცბაიას სასტარტო თერთმეტეული ასეთი იქნება: კარში - გიორგი ლორია, მარჯვენა მცველად - უჩა ლობჟანიძე, დაცვის ცენტრში - გურამ კაშია და ალექსანდრე ამისულაშვილი, მარცხნივ - გია გრიგალავა; ნახევარდაცვის ცენტრში - ირაკლი ძარია და შოთა გრიგალაშვილი, ფლანგებზე - სანდრო კობახიძე და დავით თარგამაძე, ცენტრფორვარდი - ჯაბა დვალი, მის უკან კი - ნიკა ძალამიძე.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა არ მგონია, რომ ამ თერთმეტეულისგან მკვეთრად განსხვავებული შემადგენლობით ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ეგვიპტეს ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს
ეგვიპტის ნაკრების თავკაცი ბობ ბრედლი: საქართველო ჩვენთვის ტესტია
გურამ კაშია: ეგვიპტესთან მოგება განსაკუთრებით გვინდა
სანდრო კობახიძე: ნაკრების ახალ ფეხბურთელებთან შეთამაშება დაგვჭირდება
საქართველოს ნაკრების მეტოქე "ფარაონები" - ყველაზე ტიტულოვანები აფრიკაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული