გურამ კაშია: ეგვიპტესთან მოგება განსაკუთრებით გვინდა

AutoSharing Option
13 ნოემბერს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური შეხვედრისთვის ფეხბურთელები "ბასაზე" ავარჯიშა.

ვარჯიშის შემდეგ ნაკრების ფეხბურთელებმა მცირე წინასამატჩო კომენტარი გააკეთეს.

გურამ კაშია:
"პირველ რიგში, ჯანო ანანიძეს მინდა მივუსამძიმრო მთელი გუნდის სახელით მამის გარდაცვალების გამო. იმედია, ამას ვაჟკაცურად გადაიტანს.

რაც შეეხება ეგვიპტესთან მატჩს, სერიოზულად ვემზადებით. ნაკრებისთვის წლის ბოლო თამაშია და მოგება განსაკუთრებულად გვინდა.

ეგვიპტე ძლიერი გუნდია, არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. დანარჩენი თამაშის დროს გამოჩნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო VS ეგვიპტე -
წელი მოგებით უნდა დავხუროთ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული