დღეისთვის ეგვიპტის ნაკრებს ფიფას რეიტინგში მე-40 ადგილი უკავია, მაგრამ ახლო წარსულში გაცილებით მაღალ პოზიციებზეც იმყოფებოდა. ასე მაგალითად, "ფარაონები" (ნაკრების მეტსახელია) 2010 წელს მე-9 ადგილამდეც კი აღზევდნენ.
ეგვიპტე აფრიკის ყველაზე ტიტულოვანი ნაკრებია და ამით ყველაფერია ნათქვამი. საქართველოს ნაკრების დღევანდელ მეტოქეს აფრიკის ერთა თასი 7-ჯერ აქვს მოგებული, განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი ბოლო წლებში გამოიყურებოდა - შავ კონტინენტზე უძლიერესის
თუმცა ეგვიპტელებს ბოლო აფრიკის თასზე დიდი უსიამოვნება შეემთხვათ - ფინალურ ეტაპზეც კი ვერ მოხვდნენ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ბოლო პერიოდში "ფარაონები" გარკვეულ ჩავარდნას განიცდიან.
კონტინენტზე წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, ეგვიპტელებს ყოველთვის უჭირდათ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა. საქართველოს ნაკრების მეტოქეს მუნდიალზე მხოლოდ ორჯერ, 1934 და 1990 წლებში უთამაშია და თავი ვერც ამ შემთხვევებში გამოუჩენია.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ეგვიპტეს ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული და ჯერ გამარჯვება არ უზეიმია.
ეგვიპტის ნაკრებს ამერიკელი ბობ ბრედლი წვრთნის, რომელიც მანამდე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში და საკმაოდ ნაყოფიერადაც მოღვაწეობდა. გუნდის ყველა დროის საუკეთესო თავკაცი კი ჰასან შეჰატაა, რომელიც "ფარაონებს" 2005-11 წლებში ედგა სათავეში და ბოლო სამი აფრიკის თასი ეგვიპტის ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა.
იმ პერიოდში ეგვიპტელებს გამორჩეული ინდივიდუალისტებიც ჰყავდათ, რომელთა შორისაც აჰმედ ჰოსამ მიდოსა და აჰმედ ჰასანის გამორჩევა შეიძლება. ჰასანი საერთოდ უნიკალური ფიგურაა ეგვიპტისა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსება მას 184-ჯერ დაუცავს!
აქტიურ სანაკრებო კარიერას აგრძელებს საკმაოდ მაღალი დონის ფორვარდი ამრ ზაკი, რომელიც დღეს თურქული "ელაზიგსფორში" ასპარეზობს და შთამბეჭდავი სანაკრებო მონაგარი აქვს - 29 გოლი 61 მატჩში.
კვლავ ნაკრებშია 39 წლის მეკარე ესამ ელ ჰადარი, რომელსაც აჰმედ ჰასანის შემდეგ ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი, 137 მატჩი ჩაუტარებია.
ეგვიპტის ნაკრების წევრთა უმრავლესობა სამშობლოში თამაშობს, თუმცა ჩვენს დღევანდელ მეტოქეს ლეგიონერებიც მრავლად ჰყავს - მაგალითად, მცველები, აჰმედ ელ-მოჰამადი ("ჰალ სიტი", ინგლისი), აჰმედ ჰეგაზი ("ფიორენტინა", იტალია), თავდამსხმელები, ამრ ზაკი ("ელაზიგსფორი", თურქეთი), მოჰამედ სალაჰი ("ბაზელი", შვეიცარია) და სხვები.
ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალისკენ ეგვიპტელები დამაჯერებლად მიიწევენ.
აფრიკის ზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფარაონები" ჯგუფში ლიდერობენ, თუმცა ბრაზილიამდე ჯერ შორია - მეორე ეტაპზე გამარჯვებულებს წინ მესამე, პლეი ოფის რაუნდი ელით.
ოქტომბერში ეგვიპტის ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - კონგოს 3:0 სძლია, ტუნისთან კი 0:1 დამარცხდა.
ქართულ-აფრიკული ყველა დაპირისპირება
02. 02. 1994. ლა-ვალეტა. "ტა ქალი". 6000 მაყურებელი
ტუნისი- საქართველო 0:2
გოლები: 0:1 ყაველაშვილი (48), 0:2 კუდინოვი (61)
ტუნისი: ელ კეარი, თაბეტი, ბერეხისა, სუისი, ალი მაჯუბი, მიჯუბი, ბენსასი, ჩიჰი (84. ტრაბელსი), სუაია (73. ტაჰარი), აიედი მაჯუბი, სელიმი
საქართველო: დევაძე - რევიშვილი, სიდამონიძე, შელია, ბერაძე - გოგიჩაიშვილი, კუდინოვი, ნემსაძე, ჯამარაული - ქინქლაძე - ყაველაშვილი (80. ყიზილაშვილი)
კაპიტანი: მურთაზ შელია
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
11. 06. 1994. იბადანი. "ლიბერთი სტედიუმი". 50 000 მაყურებელი
ნიგერია-საქართველო 5:1
გოლები: 0:1 რ. არველაძე (2), 1:1, 2:1 იეკინი (11, 43), 3:1, 4:1 სიასია (58, 60), 5:1 ადეპოჟუ (70)
ნიგერია: რუფაი, ეგუავონი, ნვანუ, კეში, ოკეჩუკვუ, ფინიდი, ოლისე, ოკოჩა, ამუნიკე, ამოკაში, იეკინი. შეცვლაზე შევიდნენ სიასია, ამოკაში.
საქართველო: ზოიძე (75. გრიშიკაშვილი) - ბერაძე, ცხადაძე, შელია (46. ნ. ლობჟანიძე), გ. ჯიშკარიანი - რ. არველაძე, კუდინოვი (65. ინალიშვილი), ნემსაძე, ჯამარაული - ქინქლაძე - ა. არველაძე (78. დ. ჯანაშია)
კაპიტანი: კახა ცხადაძე
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
02. 05. 1998. სუსე, "სტად ოლიმპიკი". 30 000 მაყურებელი
ტუნისი-საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ქინქლაძე (42), 1:1 ბენ იუნესი (80)
ტუნისი: ელ კეარი (46. ბუმნიჟელი), პ. ტრაბელსი, კლეიტონი (ჯელასი), ს. ტრაბელსი, ბუკაიდა, ფეკი, ბადრა (63. კანზარი), სუაია, გოდბენი (63. ბუაზიზი), ბენ იუნესი, ბენ ჰასემი (46. ბენ ახმადი)
საქართველო: გვარამაძე - კალაძე, ცხადაძე, სილაგაძე, კობიაშვილი (56. ცქიტიშვილი) - ქეცბაია, შეყილაძე, ნემსაძე, ჯამარაული - ქინქლაძე - შ. არველაძე
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
27. 03. 2002. თბილისი. "ლოკომოტივი". 15 000 მაყურებელი
საქართველო-სამხრეთ აფრიკა 4:1
გოლები: 1:0 კობიაშვილი (15), 2:0 დემეტრაძე (32), 2:1 ბაკლი (67), 3:1 ალექსიძე (84), დემეტრაძე (86)
საქართველო: გვარამაძე (67. გრ. ჭანტურია) - შაშიაშვილი, საჯაია (78. აბრამიძე), რეხვიაშვილი, ამისულაშვილი - ბურდული (46. ქემოკლიძე), ჯამარაული, კობიაშვილი, ქეცბაია (46. ვ. დარასელია) - დემეტრაძე, იაშვილი (81. ალექსიძე)
კაპიტანი: თემურ ქეცბაია
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
სამხრეთ აფრიკა: ვონკი, ა. მოკოენა, კარნელი (46. ლეკჰეტო), მოლეფე, ბუტი (46. ჯორდანი), სიბაია, ფორჩუნი (46. ბაკლი), ტ. მოკოენა (85. ხაულეზა), მანიატელა, მნგუნი (46. მაზიბუკო), ნომვეტე.
გაფრთხილება: რეხვიაშვილი, დემეტრაძე; მანიატელა, ა. მოკოენა
გაძევება: მანიატელა, მოლეფე
25. 05. 2010. ლინცი. "დოლომიტენშტადიონი". 4000 მაყურებელი.
კამერუნი-საქართველო 0:0
კამერუნი: ასემბე, ნკულუ, რ. სონგი, ნ'დიენგი, მაკუნი, ა. სონგი, ბუკარი, ვებო, მევუნგუ, იდრისუ, კუემაჰა.
შეცვლაზე შევიდნენ: ტიგნიემბი, ბასონგი მატიპი, ნ'ჯიტაპი, მანჯეკი, ნ'გუემო, ჩედჯუ
საქართველო: რევიშვილი - უ. ლოჟანიძე, ამისულაშვილი, ასათიანი, კანდელაკი (89. შაშიაშვილი) - ხიზანიშვილი, მენთეშაშვილი (58. გელაშვილი ) - იაშვილი (76. მერებაშვილი), ანანიძე (58. აფციაური), კობიაშვილი - დვალიშვილი (69. ბარაბაძე)
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო VS ეგვიპტე - წელი მოგებით უნდა დავხუროთ!
ეგვიპტის ნაკრების თავკაცი ბობ ბრედლი: საქართველო ჩვენთვის ტესტია