"შეკრებას გეგმის მიხედვით ვატარებთ. მზადებისთვის იდეალური პირობები გვაქვს შექმნილი და შევეცდებით, შესარჩევ ტურნირს საუკეთესო კონდიციებში მყოფნი შევხვდეთ", - გვითხრა ჟორჟიკაშვილმა.
პოლონეთთან სასტარტო შეხვედრამდე ჩვენი გუნდი სპარინგმატჩს აღარ გამართავს და მხოლოდ ორმხრივი თამაშებით შემოიფარგლება.
სამწუხაროდ, ტრავმასა და დანაკლისს ვერ ავცდით. დაშავდა და სანაკრებო განაცხადს მიღმა დარჩა "დინამოს" აკადემიის მცველი ავთო მანაგაძე, რომელიც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებოდა. მის ნაცვლად ჟორჟიკაშვილმა ნაკრებში "ლოკომოტივის"