ყაზახეთმა საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩის გამართვა შესთავაზა

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა უეფას შტაბ­ბი­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ნაკ­რე­ბო ტურ­ნი­რე­ბის კენ­ჭის­ყ­რას და­ეს­წ­რო და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

მი­სი თქმით, სხვა­დას­ხ­ვა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ზე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის პო­ტენ­ცი­ურ სპა­რინგ-პარ­ტ­ნი­ო­რებს არ­ჩევ­დ­ნენ.

"ყა­ზა­ხებ­მა ზამ­თარ­ში თურ­ქეთ­ში ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს. ჩვენ­თ­ვის ეს სა­კმაოდ მი­სა­ღე­ბი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ვა­რი­ან­ტია და ალ­ბათ, ამ წი­ნა­და­დე­ბას დავ­თან­ხ­მ­დე­ბით", - გა­ნაცხა­და სი­ჭი­ნა­ვამ.

ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩე­ბის გან­რი­გი კი მო­მა­ვა­ლი წლის და­საწყის­ში დად­გინ­დე­ბა, რო­დე­საც კენ­ჭის­ყ­რა­ზე ევ­რო 2015 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში ჩვე­ნი მე­ტო­ქე­ე­ბი გა­ირ­კ­ვე­ვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული