გიორგი დარასელია: მადლობა ყველას, ვინც "დილას" წარმატებულ სვლაში მეხმარებოდა

AutoSharing Option
გორის "დილას" ყოფილი თავკაცი გიორგი დარასელია, საქართველოდან ისრაელში გაემგზავრა. იგი, ამჟამად იქ მცხოვრებ ცოლშვილთან ერთად, ახალ წელს გაითენებს, მოგვიანებით (11 იანვრიდან) კი, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" მთავარი მწვრთნელის რანგში, წითელი ზღვისპირა კურორტ ეილათში შუასასეზონო პირველ შეკრებას გაივლის.

თელ ავივში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი დარასელიამ fcdila.ge-სთვის კომენტარი გააკეთა:

"მინდა ყველას, ვინც "დილას" წარმატებულ სვლაში მეხმარებოდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა. გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებმაც მანამდე თავიანთი მაღალი კლასი ბევრჯერ დაამტკიცეს. მოხარული ვარ, რომ მათ ეს ჩემი ხელმძღვანელობითაც გაიმეორეს.

გუნდის ქომაგებს განსაკუთრებული მადლიერებით
მოვიხსენიებ. მათი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის დიდად ფასობდა. ისინი "დილას" ყველა გამარჯვების თანამონაწილეები იყვნენ და დარწმუნებული ვარ, მათ თანადგომას ყველა ყოველთვის შესაბამისად დააფასებს.

მოახლოებული ახალი წელი, ყველა იმ ადამიანს მინდა მივულოცო, ვისაც გორის "დილას" და საერთოდ ქართული ფეხბურთის წინსვლა გაახარებს".
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუმცა საქარტველოშიც გვჭირდება შენნაირი კარგი კაცი და მწვრთნელი
gizog
11:09 01-01-2013
0
გაიხარე,ყველგან წარმატებებს გისურვებთ
gizog
11:07 01-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული