საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 თებერვალს ალბანეთში შეიკრიბება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2013 წლის საფეხბურთო სეზონს ალბანეთში, ამხანაგური მატჩით დაიწყებს.

"ჯვაროსნები" ალბანეთთან მატჩისთვის 4 თებერვალს, პირდაპირ ტირანაში შეიკრიბებიან. ალბანეთის დედაქალაქში ჩავა თემურ ქეცბაიაც.

ეროვნული გუნდის თავკაცი თბილისიდან 14 იანვარს, ღამით, კვიპროსში გაემგზავრა. ნაკრებში გამოძახებულთა სიას კი მოგვიანებით გამოაცხადებს.

2013 წლის პირველი ოფიციალური ამხანაგური მატჩი 6 თებერვალს ტირანაში, "ქემალ სტაფას" სტადიონზე გაიმართება. მატჩის დაწყების დროზე ქართული და ალბანური მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილი ფრანგულმა მხარემაც გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ 22 მარტს პარიზში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი
ციკლის მატჩი საფრანგეთისა და საქართველოს ეროვნულ გუნდებს შორის ცნობილ "სტად დე ფრანსზე" გაიმართება და ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

gff.ge


ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია სფფ-ში გამართულ შეხვედრაზე საინტერესო იდეით გამოვიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული