თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა გააცხადა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2013 წლის პირველ მატჩს ტირანაში ჩაატარებს.

თემურ ქეცბაიას გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

გუნდი წლის სადებიუტო მატჩისთვის მზადებას 4 თებერვალს, ალბანეთის დედაქალაქში დაიწყებს.

თამაში კი 6 თებერვალს, "ქემალ სტაფას" სტადიონზე თბილისის დროით 22:00 საათზეა დაგეგმილი.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი", ზესტაფონი)
მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ზურა ხიზანიშვილი ("ქაისერისფორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), უჩა
ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (ორივე - "დილა", გორი) ილია კანდელაკი ("ინტერი", ბაქო), მამუკა კობახიძე ("ალანია", ვლადიკავკაზი, რუსეთი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე - "კარპატი", ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - "დნიპრო", უკრაინა), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი ( ორივე - "ილიჩევეცი", უკრაინა), ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია)

ეროვნული გუნდი სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 22 მარტს, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.

2014 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საფრანგეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის "სტად დე ფრანსის" სტადიონზე ადგილობრივი დროით 21 საათზე დაიწყება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ომარ მიგინეიშვილს რას ერჩის ქეცბაია რა უნდა რაააააა.....ომარა მაგარ ფორმაშია
0
აუ ჯაბა დვალი გამოეძახა რააა
0

სიახლეები პოპულარული