პირველად გუნდს ჯანო ანანიძე გამოაკლდა, რომელმაც ოპერაციის შემდეგ ცოტა ხნის წინ განაახლა ვარჯიში და სასურველ ფორმაში არ იმყოფება.
ქეცბაიამ სიას თითქმის მაშინვე დაამატა გერმანული "ბოხუმის" თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი.
ნაკრებთან ერთად არ იქნება ნუკრი რევიშვილი. მის ნაცვლად კი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ეროვნულ გუნდში გამოიძახეს გიორგი მაკარიძე.
სამწუხაროდ, დანაკლისები ამით არ დასრულებულა. თავის კლუბთან ერთად შეკრებაზე მყოფმა ბუბა დაუშვილმა ტრავმა მიიღო და ვერც "კარპატის" ნახევარმცველი შეძლებს "ჯვაროსნებთან"
შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე, "ქემალ სტაფას" სტადიონზე დაიწყება.
GFF.GE