ალბანურ მატჩში მასპინძლებმა 26-ე წუთზე ბოგდანის გოლით დაწინაურება შეძლეს, რის შემდეგაც ჯერ 41-ე წუთზე მათე ვაწაძემ გაათანაბრა, 83-ე წუთზე კი უჩა ლობჟანიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
თემურ ქეცბაია:
"რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებმა სულ ახლახან დაიწყეს სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება და ოპტიმალურ ფორმაში არ არიან, ალბანეთის ნაკრები კი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და ასეთ ვით
მოხარული ვარ, რომ ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ბრძოლა განვაგრძეთ და ორი გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სათანადოდ უნდა მოვემზადოთ საფრანგეთში გასამართი ოფიციალური მატჩისთვის და იქამდე დარჩენილი თვენახევარი ნაყოფიერად გამოვიყენოთ.
დარწმუნებული ვარ, ბიჭები საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ. მათ კარგად ესმით, რომ იქ წარმატების მისაღწევად სულ სხვა თამაში და გაცილებით დიდი შრომა იქნება საჭირო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]