თემურ ქეცბაია: საფრანგეთში წარმატებისთვის სხვა თამაში გვჭირდება

AutoSharing Option
6 თებერვალს ტირანაში გამართული ალბანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.

ალბანურ მატჩში მასპინძლებმა 26-ე წუთზე ბოგდანის გოლით დაწინაურება შეძლეს, რის შემდეგაც ჯერ 41-ე წუთზე მათე ვაწაძემ გაათანაბრა, 83-ე წუთზე კი უჩა ლობჟანიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

თემურ ქეცბაია:

"რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებმა სულ ახლახან დაიწყეს სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება და ოპტიმალურ ფორმაში არ არიან, ალბანეთის ნაკრები კი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და ასეთ ვით
არებაში მის წინააღმდეგ თამაში იოლი არ იყო.

მოხარული ვარ, რომ ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ბრძოლა განვაგრძეთ და ორი გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სათანადოდ უნდა მოვემზადოთ საფრანგეთში გასამართი ოფიციალური მატჩისთვის და იქამდე დარჩენილი თვენახევარი ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

დარწმუნებული ვარ, ბიჭები საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ. მათ კარგად ესმით, რომ იქ წარმატების მისაღწევად სულ სხვა თამაში და გაცილებით დიდი შრომა იქნება საჭირო".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფრანგებთან აქცენტი სირბილზე თუ არ გაკეთდა, უბრალოდ გადაგვირბენენ!
guja_kakhadze
19:44 07-02-2013
0
...რა წარმატებაზე ბაზრობს ეს უტვინო მწვრთნელი...ფუი...
Jigaro
03:01 08-02-2013
0

სიახლეები პოპულარული