ამ შეხვედრაზე აზრის გამოთქმა სპეციალისტებს ვთხოვეთ.
* * *
ოთარ გაბელიას რეგალიების ჩამოთვლას არ შევუდგებით. ბოლოს ის "ზუგდიდში" მუშაობდა კონსულტანტად. თბილისის "დინამოს" ლეგენდარულმა მეკარემ თავდაპირველად ალბანეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის, როინ კვასხვაძის თამაში შეაფასა.
- ჩვენი ნაკრების მეკარეს რაც შეეხება, როინ კვასხვაძეს გაშვებულ გოლში ვერ დავადანაშაულებთ, დარტყმა ახლოდან, მეკარისთვის უხერხული ტრაექტორიით იყო შესრულებული.
ამ ბურთზე გამოსვლა მეკარისთვის ძალიან ძნელი იყო, მცველები პოზიციურად სწორად
საერთო ჯამში, კვასხვაძემ ალბანეთთან ძალიან კარგად ითამაშა.
- ნაკრების გუნდურ თამაშზე რა აზრის ხართ?
- ჩვენებმა იბრძოლეს და ეს შედეგშიც აისახა. სეზონი ჯერ განახლებული არ არის, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საკმაოდ ნორმალურად წარმოაჩინეს თავი. არავის გამოყოფა არ მსურს, მთავარია, რომ მოვიგეთ, რაც ძალიან გამიხარდა. როგორც მწვრთნელი, არაერთხელ ჩავსულვარ ალბანეთში და კარგად ვიცი, თუ რა რთულია იქ თამაში.
- ჩვენი ნაკრების რა ხარვეზები დაინახეთ ალბანეთთან შეხვედრაში? დაცვის თამაშზე რას იტყოდით?
- პატარ-პატარა შეცდომები იყო და ეს უნდა გამოსწორდეს, თორემ მალე საფრანგეთთან გველის შეხვედრა და ყველას კარგად გვესმის, რომ საფრანგეთის ნაკრები სულ სხვა რამეა.
- ვაწაძის თამაშს როგორ შეაფასებდით?
- როცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ვაწაძე თურქეთთან მატჩისთვის გამოვიძახე, მაგრამ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშა. ახალგაზრდულ ნაკრებში ვათამაშებდით როინ კვასხვაძეს, თორნიკე ოქრიაშვილს... ასეც უნდა იყოს, ასაკობრივმა ნაკრებებმა ეროვნული გუნდისთვის უნდა მოამზადონ ფეხბურთელები.
ვაწაძე ყოველთვის იყო საქართველოს ნაკრების ამ მწვრთნელის თვალთახედვის არეში. ალბანეთთან გოლის ეპიზოდში ზუსტად ისე მოიქცა, როგორც კარგ ცენტრფორვარდს შეეფერება. ვაწაძე საჯარიმო მოედანში ძალიან სახიფათოა.
ისეთი თავდამსხმელი მიყვარს, დასწრებაზე თამაში რომ შეუძლია.
- დაბოლოს, იმაზეც გკითხავთ, თუ რატომ წამოხვედით "ზუგდიდიდან"...
- გუნდში ხელფასები გაანახევრეს, "ზუგდიდი" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. უკეთესი პირობები რომ შემოეთავაზებინათ ჩემთვის, დავრჩებოდი, მაგრამ...
მხოლოდ ის არ არის საქმე, რომ ზედა ექვსეულში მოვხვდით. ისეთ გუნდში მსურს მუშაობა, რომელსაც ამბიციები აქვს; ექვსეულში სტატისტის როლში ყოფნა კი ნამდვილად არ მხიბლავს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: საფრანგეთში წარმატებისთვის სხვა თამაში გვჭირდება
ზაზა ზამთარაძე: გამოჩნდა, რომ ამ ნაკრებში ლევან ყენია ძალიან დიდი ძალაა
ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]