საქართველოს ნაკრები 2 ივნისს ირლანდიას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას 2 ივნისს დუბლინში ჩაატარებს.

თემურ ქეცბაიას გუნდი ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს AVIVA-ს სტადიონზე შეხვდება.

საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირების ისტორიაში, დუბლინში დაგეგმილი შეხვედრა მეხუთე იქნება.

სადებიუტო მატჩი საქართველომ და ირლანდიამ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში, 2003 წლის 29 მარტს ჩაატარეს.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის (მაშინდელი "ლოკომოტივი") სტადიონზე 1:2 დამარცხდა.

ქართველთაგან ერთადერთი გოლი ლევან კობიაშვილმა გაიტანა. ბოლო, რიგით მეოთხე შეხვედრა კი დუბლინში, 2009 წლის 11 თებერვალს გაიმართა.

2010 წლის მსოფლიოს
ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ეროვნულ გუნდს ექტორ რაულ კუპერი ხელმძღვანელობდა. ეს მატჩი ირლანდიამ 2:1 მოიგო. ქართველთაგან გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.

ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში ოთხივე მატჩი ირლანდიელების გამარჯვებით დასრულდა.

ბურთების შეფარდება კი - 3/8-ზეა, ირლანდიელთა სასარგებლოდ.

სხვადასხვა მატჩში ირლანდიელთა კარში გოლების ავტორები ლევან კობიაშვილი, ლევან ყენია და ალექსანდრე იაშვილი არიან. ამჟამად ირლანდიის ნაკრები ფიფა-კოკა-კოლას რეიტინგში 39-ე ადგილზე იმყოფება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაუთმოთ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ეროვნული სტადიონი ყველაზე წარმატებულ სპორტს საქარტველოში რა გახდა ამ წარმატებულ ნაკრებს წელიწადში რამდენჯერმე რომ მივცეთ თამაშის უფლება ეროვნულზე
katiko
20:59 25-02-2013
0

სიახლეები პოპულარული