თემურ ქეცბაიას მიერ მომავალი მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა ოფიციალური სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა გორის "დილას" საიტი იუწყება, რომ ეროვნულ გუნდში მათი სამი ფეხბურთელია მიწვეული.
ქეცბაიამ ნაკრებში "დილადან" ირაკლი მაისურაძეს, დავით კვირკველიასა და გულვერდ თომაშვილს უხმო.
დავით კვირკველია ნაკრების სტაჟიანი წევრია; გუნდში თომაშვილის დებიუტი ალბანეთთან ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩში შედგა, ხოლო ირაკლი მაისურაძეს მანამდე ჰქონდა დებიუტი მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგურ დაპირისპირებაში.