თემურ ქეცბაიამ ნაკრებში გორის "დილას" სამი ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში მორიგ შეხვედრას 22 მარტს, საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გამართავს.

თემურ ქეცბაიას მიერ მომავალი მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა ოფიციალური სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა გორის "დილას" საიტი იუწყება, რომ ეროვნულ გუნდში მათი სამი ფეხბურთელია მიწვეული.

ქეცბაიამ ნაკრებში "დილადან" ირაკლი მაისურაძეს, დავით კვირკველიასა და გულვერდ თომაშვილს უხმო.

დავით კვირკველია ნაკრების სტაჟიანი წევრია; გუნდში თომაშვილის დებიუტი ალბანეთთან ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩში შედგა, ხოლო ირაკლი მაისურაძეს მანამდე ჰქონდა დებიუტი მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგურ დაპირისპირებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული