თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ელგუჯა გრიგალაშვილი გამოიძახა

AutoSharing Option
დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" მინდვრის მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში იქნა გამოძახებული - 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 22 მარტს, საფრანგეთში, ადგილობრივი ქვეყნის პირველ გუნდთან გასამართი მატჩისთვის "ჯვაროსანთა" მწვრთნელ თემურ ქეცბაიას შედგენილ სიაში ელგუჯა გრიგალაშვილიც მოხვდა.

23 წლის ნახევარმცველი "ტორპედოს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მას დღემდე "ტორპედოს" რიგებში 24 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ცხრილში არსებულ მდგომარეობას, 4 თამაშიდან 4 ქულით ქართველები ჯგუფის შუაში იმყოფებიან, ქულით უსწრებენ ბელორუსს, 3 ქულით
კი - ფინეთს, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

პირველ-მეორე ადგილებს სამ შეხვედრაში დაგროვილი 7-7 ქულით, შესაბამისად, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები ინაწილებენ.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული