ქუთაისის "ტორპედოდან" მეკარე ომარ მიგინეიშვილს "ეროვნულში" ხშირად უხმობდნენ, მაგრამ დიდი ხანია, რაც ნაკრების მწვრთნელები ქუთაისური კლუბის წინა ხაზის მოთამაშეებით არ დაინტერესებულან.
ქეცბაიას არჩევანი ლოგიკურია - 23 წლის ნახევარმცველი "ტორპედოს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მან კლუბში ჩატარებულ 24 ოფიციალურ მატჩში 6 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ელგუჯა საქართველოს ნაკრების კანდიდატის - შოთა გრიგალაშვილის უმცროსი ძმაა. შოთა 2012 წლის დეკემბერში რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ ვლადიკავკაზის "ალანიადან"
"ქეცბაიას გადაწყვეტილებამ უზომოდ გამახარა - მან დიდი საჩუქარი გამიკეთა. სიმართლე გითხრათ, ნაკრებში მიწვევაზე არც მიფიქრია, რადგან ძირითადად, ლეგიონერებს იძახებდნენ. ამის გამო უფრო ბედნიერი ვარ.
გუშინ შოთას ველაპარაკე. ის არ არის გამოძახებული ნაკრებში. ეზოს ფეხბურთის შემდეგ ერთ გუნდში აღარ გვითამაშია.
იმედია, ადრე თუ გვიან, ამ ოცნებასაც ავიხდენ და ძმები ნაკრების ფორმას ერთად მოვირგებთ. ახლა კი, თუ საშუალება მექნება, შევეცდები, მწვრთნელის იმედები გავამართლო.
დიდი სტიმული გამიჩნდა და ეს შანსი უნდა გამოვიყენო", - გვითხრა ელგუჯა გრიგალაშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას მიწვევა ყენიამ, დაუშვილმა, ამისულაშვილმა და რევიშვილმაც მიიღეს