ამის შესახებ ინფორმაცია რუსული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდო. ამასთან ერთად, ეროვნულ გუნდში ქეცბაიამ დანიური "ორჰუსის" მოთამაშეები: მათე ვაწაძე და დავით დევდარიანიც მიიწვია. ცნობა "ორჰუსის" საიტმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ანანიძის გარდა, ეროვნულ გუნდში ასევე გამოძახებულები არიან ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელები: ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებიდან მიწვევა მიიღო რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე "კრასნოდარის" მეკარე ნუკრი რევიშვილმა, ისევე, როგორც ამ კლუბიდან "კრილია სოვეტოვში" გადასულმა მცველმა ალეკო ამისულაშვილმა.
მანამდე
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს სენ-დენში საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.
ასევე იხილეთ:
ელგუჯა გრიგალაშვილი: თემურ ქეცბაიამ დიდი საჩუქარი გამიკეთა