საქართველოს ნაკრების პოზიცია ფიფას რეიტინგში უცვლელია

AutoSharing Option
14 მარტს "ფიფა-კოკა კოლას" ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრები, წინა თვის რეიტინგის მსგავსად, კვლავ 69-ე ადგილზეა.

2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ასე განლაგდნენ: ესპანეთი პირველია, საფრანგეთი ისევ მე-17 ადგილზეა, ბელორუსმა სამი საფეხურით წინ წაიწია და ამჟამად 62-ეზეა, ფინეთმა კი პირიქით, ორი პოზიციით უკან დაიხია და 87-ეა.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი - 1610
2. გერმანია - 1473
3. არგენტინა - 1309
4. ინგლისი - 1174
5. იტალია - 1173
6. კოლუმბია - 1159
7.
პორტუგალია - 1133
8. ჰოლანდია - 1106
9. ხორვატია - 1080
10. რუსეთი - 1064

აქვე შეგახსენებთ, რომ 22 მარტს "ჯვაროსნები" მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს საფრანგეთის ნაკრებთან გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული