როდ ფანი: საქართველოსთან მატჩი-ხაფანგი გველის

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების 31 წლის მცველი როდ ფანი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მატჩი ძალზე სახიფათო დროსა და ვითარებაშია და ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს და პატივი სცეს მეტოქეს.

შეგახსენებთ, რომ როდ ფანი ბოლო მომენტში მოხვდა საქართველოსთან მატჩის განაცხადში. მან ტრავმირებული მატიო დებუში შეცვალა.

"როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, გინდა კლუბისთვის და გინდა ნაკრებისთვის, თავს ბოლომდე დავდებ, თუკი თამაშის შანსი მომეცემა. ჩემთვის საფრანგეთის ნაკრები განსაკუთრებული გუნდია. ჩვენ მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საქართველოსთან არის თამაში-ხაფანგი. ამ მეტოქესთან თამაში ძალიან ძნელია. გუნდი
შეკრულია, მას ანგარიში უნდა გაეწიოს და არ უნდა მივუდგეთ საქმეს ნაკლები სერიოზულობით. ამან შეიძლება ჩვენთვის სავალალო შედეგი გამოიწვიოს. ცალკე ფეხბურთელები არც კი ვიცი, ვინ არიან, მაგრამ შეკრული გუნდია და საშიში. საფრანგეთის ნაკრები, რა თქმა უნდა, ინდი
ვიდუალურად მეტოქეზე ძლიერია", - განაცხადა მარსელელმა.

ასევე იხილეთ:
გიორგი მაკარიძე ფრანგებს აფრთხილებს: ჩვენ არა ვართ სან მარინო!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული