საფრანგეთი-საქართველოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

AutoSharing Option
საფრანგეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენციები გაიმართა, სადაც ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

დიდიე დეშამი: "ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო მატჩი იყო, რადგან ერთი გოლი გავუშვით, რისი აცილებაც შეიძლებოდა. რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ და სამი ქულა ავიღეთ.

საქართველოსთან თამაში ადვილი არ იყო. გოლის გატანას პირველ ნახევარ საათში ვგეგმავდით; ასეთ თამაშებში ანგარიშის გახსნაა მნიშვნელოვანი, რათა ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია ჰქონდეთ. მერე, მეორე გოლიც მალე გავიტანეთ და შევეცადეთ, მატჩი უკვე ჩვენ გაგვეკონტროლებინა".


თემურ ქეცბაია: "პირველ რიგში, საფრანგეთის ნაკრებს
მინდა მივულოცო დამსახურებული მოგება. ძალიან ძნელი თამაში იყო. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ პირველ ტაიმში ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი დავრჩი.

სამწუხაროა, რომ გოლი ტაიმის ბოლო წამებზე გავუშვით, მაგრამ ფეხბურთში ასეა... გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და იმედია, რომ მათთვის ეს თამაში გაკვეთილი იქნება და მომავალში ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ.

გამოცდილებაა იმ მხრივაც, რომ ასეთი დონის გუნდს ვეთამაშებით. სამწუხაროდ, ეს თამაში წავაგეთ, მაგრამ მგონი ყველამ დაინახა, რომ საფრანგეთის ნაკრები დღეს ჩვენზე უკეთესი იყო და დამსახურებულადაც მოიგო".


მატჩისშემდგომ, კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კარში პირველი გოლის ავტორმაც.

ოლივიე ჟირუ: "გულწრფელად რომ გითხრათ, ქართველ ფეხბურთელებზე ბევრი ინფორმაცია არ მქონდა. ვიცოდით, რომ გუნდურ თამაშს თამაშობენ და მათ წინააღმდეგ თამაში რთულია.

ქართველებმა პირველ ტაიმშივე შეგვიქმნეს საფრთხე და ძალა გვაგრძნობინეს. მეორე ტაიმში კი, გოლიც გაგვიტანეს.

ჩვენ მოწინააღმდეგეს ძალიან სერიოზულად მივუდექით და მათ დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთეთ. შედეგითაც კმაყოფილები ვართ.

ვფიქრობ, საქართველოში თამაში ძალიან რთული იქნება. საქართველოს ნაკრები ღირსეული გუნდია და ეს ჩვენთან თამაშშიც დაამტკიცეს, როცა ასე მონდომებით, ბოლომდე გვებრძოდნენ. ასეთი მონდომებით, მათ, უპირველესად, თავის ქვეყანას სცეს პატივი..."


რაც შეეხება თემურ ქეცბაიას, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი საფრანგეთიდან პირდაპირ ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც ახალგაზრდულის ამხანაგურ და ელიტრაუნდში 17-წლამდე ნაკრების თამაშებს დაესწრება.

ნაკრების ფეხბურთელები კი, დღესვე თავიანთ გუნდებს მიაშურებენ.

სფფ-ის პრესსამსახური


ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ ქეცბაიათი და ნაკრებით, ჟურნალისტი აშკარად პროვოკატორობდა, წამოგება უნდოდა. რომელი საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტი იყო? სახელი და გვარი?ან სახე მაინც დაგვანახეთ, რომ ვიცოდეთ გულშემატკივრებმა :)
tornike
00:07 25-03-2013
0
მართალია,რისი რესურსიც გვაქვს ის არის შედეგიც, მეტი ჯერ არ გამოდის
Nukri
18:07 23-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული