კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ლევან კობიაშვილის მიერ საქართველოს ნაკრების დატოვების თაობაზე ქობულეთში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კობიაშვილის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის და მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაცია უნდა გამოფხიზლდეს.

კალაძის თქმით, სამწუხაროა, როცა ასეთი ფეხბურთელის ამბავს გულშემატკივარი სოციალური ქსელის მეშვეობით იგებს:

"ლევანის სახით კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ეყოლება საქართველოს ნაკრებს. ის იყო წარმატებული, ღირსეული პიროვნება და უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ასეთი წარმატებული ფეხბურთელების ნაკრებიდან წასვლის ამბავს "ფეისბუქის" საშუალებით იგებს გულშემატკივარი.

ვფიქრობ, ფედერაციაში უნდა
გამოფხიზლდნენ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს ძალიან ბევრი ვარსკვლავი.

ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ და ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ნაკრებს და არაერთი სიხარული მოუტანიათ ქართველი გულშემატკივრებისთვის, ასე არ უნდა ტოვებდნენ საქართველოს ნაკრებს".


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

ასევე იხილეთ:

მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ ჯობდა საფრანგეთთან მარცხენა ფლანგზე ან საყრდენად ეთამაშა კალაძეს?ენერგეტიკის მინისტრად დროებით ვინმე ,,ნაკლებად ნიჭიერს ,,ვნახავდით.რატომ გაიკცა ნაკრებიდან?
akhali
17:22 01-04-2013
0
მიუხედავად იმისა,რომ კეცბაიას გამომდინარე ჩვენი ფეხბურთელების კლასისა ხშირად ვიცავ,უნდა ვაღიაროთ რომ შეცდომა იყო ვეტერანებიდან ხიზანიშვილის დატოვება და კობის არგამიძახება,მაგრამ კობის 6თვიანი დისკვალიფიკაცია ჰკონდა !მეორე-ეს უკვე არ კეცბაიას ჩვენი პოლიტიზირებული საზოგადოების ზარ-ზეიმი კალაძის ნაკრების დატოვების და პოლიტიკაში გადასვლის გამო!კობიაშვილი და კალაძე ის იშვიათი კართველი ფეხბურთელები იყვნენ,ვინც გამოირჩეოდნე პროფესიონალიზმით და დისციპკლინით და ჩვენი ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესში კეცბაია სწორედ მათ გამოცდილებას და პროფესიონალიზმს უნდა დაყრდონოდა და მათ გარშემო უნდა აეგო მომავალი გუნდი!თან სწორედ მარცხენა ფლანგი დაცვის და საყრდენის პოზიციებია ნაკრებში სათუა და კობიაშვილსაც და კალაძესაც სწორედ მაგ პოზიციებზე შეეძლოთ თამაში!
კეცბაიას და საერთოდ ნაკრებშიც პრობლემატურია პლეიკმეიკერის პოზიცია,ყენია დიდი ხნით ტრამვირებული იყო და როდის შევა ჩვეულ ფორმაში საკითხავია და ანანიძეს მართლაც რეგრესი აკვსმაგ დ---მ--- სპარტაკში!საფრანგეთთან ყველაზე სუსტები,უფრო სწორედ საერთოდ ნოლები იყვნენ!ყველაზე დიდი იმედგაცრუება ყენია და ჯანო!არადა ყველაზე დიდი იმედი მკონდა!საუკეთესოდ კობახიძემ და ლობჯანიძემ წარმოაჩინეს თავი!ლობჯანიძეს კრივბასის მწვრთნელი ადრეც აკებდა-კანკავა ლობჯანიძე ვატრჯიშის შემდეგ რჩებიან და სხვადასხვა ილეთებს ამუშავებენო!ესთი კართველები არსად მინახიაო!შრომამ ნაყოფი გამოიღო!
akhali
17:14 01-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული