"ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება.
ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები. იმედი მაქვს, მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს", - ნათქვამია კობიაშვილის განცხადებაში (იხილეთ ვრცლად).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია მიმდინარე
ყოველივე ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მათ შორის "ლელოშიც", თუმცა აქამდე არც კობიაშვილს და არც იაშვილს არ უთქვამთ, რომ ნაკრებში აღარ ითამაშებდნენ.
ახლა კი კობიაშვილი ოფიციალურად აცხადებს ნაკრებიდან წასვლის თაობაზე და იმავდროულად, ფეხბურთის ფედერაციასა და იქ მომუშავე ყოფილ ფეხბურთელებზე ამბობს სამდურავს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ჯერ კობიაშვილს დავურეკეთ გერმანიაში და შემდეგ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს რევაზ არველაძესაც ვთხოვეთ.
* * *
- ქეცბაია ნაკრებში აღარ გიწვევს, თუმცა კვლავ მოქმედი ფეხბურთელი ხარ და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრებში მწვრთნელი შეიცვლება, იმის შანსიც გაჩნდება, რომ კობიაშვილი ისევ გამოიძახონ ეროვნულ გუნდში. აქედან გამომდინარე, რას ეფუძნება უკმაყოფილება ფედერაციის მიმართ?
- იმის გარდა, რომ არსებობენ ნაკრების მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტი, სხვა ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ის ადამიანი არ ვარ, მწვრთნელის შეცვლას ველოდო და მისი შემცვლელის გამოძახების იმედად ვიყო.
ნაკრებიდან წასვლა არ იყო ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება, ეს ჩემთვის ყველაზე ძნელად მისაღები არჩევანი გამოდგა.
ქეცბაიას აქვს ამხელა კონტრაქტი, ამხელა მხარდაჭერა... გაუგებარია ფედერაციის პოზიცია. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაემშვიდობა ფედერაცია კახა კალაძეს.
ძალიან ცუდია, თუ ფედერაცია ამდენს ვერ ხვდება. რა შუაშია ჩემი განცხადება ნაკრებიდან წასვლაზე? მე ხომ უკვე 35 წლის ვარ და ყველა ხვდება, რაშიცაა საქმე.
სეზონებს შორის შესვენებისას თემურ ქეცბაია თურქეთში წავიდა და შეკრებაზე მყოფ ქართულ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებს აკვირდებოდა. იქვე, 50 მეტრში იყო ალექსანდრე იაშვილიც, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
არ შეიძლებოდა ორმოცდაათი ნაბიჯის გადადგმა? რატომ არის ასეთი იგნორირება ჩვენ მიმართ?
- როცა ფეხბურთელს ნაკრებში არ იწვევენ და ღვაწლმოსილი მოთამაშე გულნატკენი მიდის გუნდიდან, აქ უფრო, ალბათ, მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა დგება წინა პლანზე...
- მწვრთნელს თავისი საქმე აქვს... განა სწორი იყო ის, რაც კალაძის ნაკრებიდან წასვლის მერე გააკეთა ფედერაციამ?
იმედია, რომ ამ ყველაფერზე ფედერაციაში დაფიქრდებიან.
ჯერ კლუბიდან რომ მიდის ფეხბურთელი, იმას აფასებენ ჯეროვნად და ეროვნულ ნაკრებს რომ ტოვებ, აქაც უნდა არსებობდეს რაღაც ფორმა.
- საბენეფისო მატჩის გამართვას გულისხმობ?
- გამოსამშვიდობებელ მატჩს შოთა არველაძე ან კახა კალაძე თვითონ თუ მოაწყობენ, ეს სულ სხვა რამეა. ფეხბურთის ფედერაციამ კი თვითონ უნდა გამოიჩინოს ყურადღება ნაკრების ფეხბურთელების მიმართ.
გული მწყდება ამ ყველაფერზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!