კახი კალაძემ გამოსამშვიდობებელი მატჩის თარიღი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი კახი კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩს 31 მაისს "დინამო არენაზე" გამართავს.

3 აპრილს კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და იმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომელთა თბილისში ჩამოყვანასაც გეგმავს.

"მინდა მოვიწვიო ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც 10 წელი ჩემთან ერთად თამაშობდა.

10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობაც. ყველა ის ადამიანი, რომელთანაც "მილანში" ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოდი და ვთამაშობდი, 31 მაისს ჩამოვა და აქ, ჩვენთან ვიხილავთ",
- აღნიშნა კახი
კალაძემ.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში უცხოელი ვარსკვლავების გარდა მონაწილეობას ცნობილი ქართველი ფეხბურთელებიც მიიღებენ.

სავარაუდოდ, მათ შორის იქნება ნაკრების ასევე ყოფილი მოთამაშე ლევან კობიაშვილიც, რომელმაც ეროვნული გუნდის დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რატომ ხართ აშეთი ბოღმა ხალხი რატო არგიხარიათ სხვისი წარმატება ნეტა თქვენ რა გაგიკეთებიათ საქართველოსთვის სხვაზე როა სე ლაპარაკობთ. ამ კაცმა თავისი შრომით მიაღწია იმას რაც დღეს აქვს.დამოუკიდებელ საქართველოს არ ჰყოლია ამაზე წარმატებული სპორცმენი.ძალიან ღირსეული ადამიანია და დაიმსახურა ღირსეული გაცილება. ქალბატონო მარინა თქვენ ფეხბურთში ისე ჩაგეხედებათ როგორც მე ბოულინგში და ნუ აკეთებთ ეგეთ უაზრო კომენტარს.რადგან 2 ლიგა აქვს მოგებული იმას არნიშნავს რო ამას შეუძლია გაიყვანოს საქართველო მსოფლიოზე ან ევროპაზე.გაახილეთ თვალი და დაინახავთ საფუძველშივე რო არის ამის პრობლემა.ღარიბ უსახსრო ხალხს ასე ვერ დაურიგებ ყველას ფულს ნეტა თქვენ ვინ გყავთ ისეთი ოჯახში ან საახლობლოში რო ამისოდენა მიეღწიოს.ფუი სხვის ბედნიერებაზე და წარმატებაზე დაბოღმილ ქართველობას
bachan olegich
13:36 26-04-2013
0
marina.gulsematkivari. ისე ლაპარაკობთ ვითომ თქვენ საქართველოს გულისთვის მთები გაქვთ გადადგმული
goga
17:02 26-04-2013
0

სიახლეები პოპულარული