ვეტერანებს გული გავუხაროთ და მაშინდელი წარმატების მონაწილეების გვარები ჩამოვთვალოთ: სერგო სიხარულიძე და ვალიკო ირემაძე (მწვრთნელები), ვაჟა ნემსაძე (გუნდის კაპიტანი), ელგუჯა გუგუშვილი, მევლუდ ლორია,
აბა, ამ მუხთალ წუთისოფელში ქართველებს რა დაგვრჩენია, თუ არა წარსულის გახსენება - თასის მოპოვების 40 წელი "სინათლის" ვეტერანებმა მხოლოდ წელს აღნიშნეს და "ლოკომოტივზე" თბილისის "დინამოს" ვეტერანებს ამხანაგურად შეხვედნენ. თუმცა, ჭაღარაშერეულ იუბილარებს მუხლი ძველებურად აღარ ერჩოდათ და ვეტერანმა დინამოელებმაც ძალიან არაამხანაგურად (9:3) მოუგეს.
"დინამოში" თამაშობდნენ რამაზ ურუშაძე, ბესარიონ მჭედლიშვილი, გოჩა ჩიქოვანი, ვახტანგ ქორიძე, ლევან ბარათაშვილი, მალხაზ ლაცაბიძე, გოჩა ჯოხაძე, თენგიზ სულაქველიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ოთარ კორღალიძე, ლევან ნოდია.
"სინათლე" კი ახალგაზრდებიდან მხოლოდ ელგუჯა გუგუშვილის ვაჟმა, სერგო გუგუშვილმა და ჩვენმა კოლეგა ლაშა თაბაგარმა გააძლიერეს – ეს უკანასკნელის "სინათლეში" მამის, აწ გარდაცვლილი ონორე თაბაგარის ნაცვლად თამაშობდა. თბილისში საგანგებოდ მატჩისთვის რუსეთიდან ბიზნესმენი ედუარდ ჯადოევი, სომხეთიდან კი რაფიკ აივაზოვი ჩამოვიდნენ და იხალისეს ვეტერანებმა, ახალგაზრდობა, ის სიხარული და კიდევ ბევრი ისეთი რამ გაიხსენეს, რაც გაზეთში არ დაიწერება...