საქართველოს ნაკრები დანიასთან ამხანაგურ მატჩს ოლბორგში გამართავს

AutoSharing Option
როგორც დანიურმა მხარემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აცნობა, 5 ივნისს, დანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური შეხვედრა ქალაქ ოლბორგში, "ნორდისკ არენაზე" გაიმართება, რომელიც 13 800 მაყურებელს იტევს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მაისს დუბლინში გაემგზავრება, სადაც 2 ივნისს, Aviva-ს სტადიონზე ამხანაგურ მატჩს გამართავს ირლანდიის ეროვნულ გუნდთან.

ამის შემდეგ, 3 ივნისს თემურ ქეცბაიას გუნდი დანიაში ჩავა და 5 ივნისს უკვე დანიის ეროვნულ ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 22:15 წუთზე დაიწყება.

სექტემბრის შესარჩევ მატჩებამდე, "ჯვაროსნები" აგვისტოში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

სფფ-ის
პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგიააა.
მაგრამ არა საკმარისი. კიდევ მეტი ამხანაგური თამაშები გვჭირდება, ისე გუნდს ვერ შექმნი.
ramo
10:34 21-04-2013
0

სიახლეები პოპულარული