საქართველოს უკუსვლა ფიფას სანაკრებო რეიტინგში გრძელდება

AutoSharing Option
9 მაისს ფიფა/კოკა-კოლას ეროვნული ნაკრებების მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველო წინა, აპრილის რეიტინგთან შედარებით, 5 საფეხურით დაქვეითდა და ამჯერად 394 ქულით 96-ე ადგილს იკავებს.

გულდასაწყვეტია, რომ მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში, რეიტინგში ადგილის მიხედვით, თემურ ქეცბაიას გუნდს ყველა მეტოქე ჯობნის. ეგ კი არა, ჩვენზე წინ არიან: უგანდა და ანგოლა, ესტონეთი და სომხეთი, დომინიკის რესპუბლიკა და გვატემალა...

სიას სათავეში კვლავაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი უდგას (1538 ქულა), მე-18 საფეხურზე დარჩა საფრანგეთი (914), 69-ეზე - ბელორუსი. ადგილი მხოლოდ ფინეთმა შეიცვალა,
რომელმაც 82-ედან 83-ეზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შეხვედრა ბოლოს 22 მარტს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სტუმრად საფრანგეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ფიფა/კოკა-კოლას მაისის თვის სანაკრებო რეიტინგის ზეათეული, წინა თვესთან შედარებით, უცვლელია და ასე გამოიყურება:

ა გუნდი ქ
1. ესპანეთი 1538
2. გერმანია 1428
3. არგენტინა 1296
4. ხორვატია 1191
5. პორტუგალია 1163
6. კოლუმბია 1154
7. ინგლისი 1135
8. იტალია 1117
9. ჰოლანდია 1093
10. ეკვადორი 1058

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების დიდი რეგრესი ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში
თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლაგიჟი ხარ, ოღონდ არა ფეხბრთის. რომელ ნიჭიერ ახალგაზრდებზე მელაპარაკები? აზერები რომ უგებენ, ყველგან სადაც დაიჭერენ? თუ ეგეც ფულით იყიდება?
antijigaro
13:07 10-05-2013
0
საღოლ ქეცბაია!...შენი ვაჟკაცობაა ეს საცოდაობა რასაც შენ ათამაშებ ერთ-ერთ უნიჭიერეს ახალაგაზრდა თალსნტების მყოლ ნაკრებს...წადი რა...შენც დომენტია ხომ არა ხარ უნამუსოდ რომ ვერ ააწევინეს უკანალი ...ვაი ჩვენს პატრონს...ასეთი ვაი პატრიოტების გადამკიდე როგორც პოლიტიკაში ასევე სპორტსი, კერძოდ ამჟამად ფეხბურთსში,კიდევ ფეხზე დგას ისიც გასაკვირია...რა გვჩირს , ხალხო...ჩვენც ამათ ხომ არ ვემგვანებით...60 წლის ვარ, გიჟი ვარ ფეხბურთის, აბსოლუტურად აპლიტიკური...ქართული ფეხბურთი მიყვარს პირველ რიგში , და როგორმე მოვიშოროთ ეს წურბელები და ფულის მონები!
Jigaro
03:24 10-05-2013
0

სიახლეები პოპულარული