თემურ ქეცბაიამ ნაკრებში მიგინეიშვილი, გრიგალაშვილი და გიგაური გამოიძახა

AutoSharing Option
2-5 ივნისს ირლანდიისა და დანიის ნაკრებებთან გასამართი საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში გამოძახებულთა შორის ქუთაისის "ტორპედოს" სამი ფეხბურთელი: ომარ მიგინეიშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი და მერაბ გიგაური დაასახელა.

"ჯვაროსნების" მოსამზადებელი ეტაპი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 21 მაისიდან დაიწყება.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
საერთოდ მიმაჩნია,რომ ქეცბაიამ უნდა დაუძახოს ნაკრებში და უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს ჭანტურიას ,როგორც სპორტსმენის,როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში,აბა შორიდან არაფერი გამოვა.ნაკრების ქართველი მწვრთნელის მოვალეობაა თითოეული იმედისმომცემი ქართველის ,,სწორ გზაზე,, დაყენებაში უშუალოდ მონაწილეობა.ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და თითოეულს უნდა გავუფრთხილდეთ!თან როცა დეფიციტია ტალანტების!
ჭანტურიას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო ,რომ დიდი ფეხბურთელი დადგეს.ეს ალბათ ზენიტთან ჰალკთან დაპირისპირებაშიც დაინახა-ის უდიდესი სხვაობა,რაც ჰალკსა და მოედანზე მყოფ დანარჩენ 21 ფეხბურთელს შორის იყო
akhali
19:04 20-05-2013
0
ახალი, ბიძია, საქართველოს ნაკრები პათოლოგიური სიბრაზისგან განკურნების სარეაბილიტაციო ცენტრი არ არის რომ უზრდელი და თავხედი ჭირვეული პაციენტები მოარჯულოს და "სწორ გზაზე" დააყენოს. ქეცბაია ნაკრების მთავარი მწვრთნელია და არა მთავარი ფსიქოთერაპევტი. გოგუა და ჭანტურია "განკურნებულები" საკუთარი ხარჯით უნდა იყვნენ; ნაკრებში ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები უნდა მიდიოდნენ და არა სოსკიანი ფსიქოპათები.
უძლევი
02:59 21-05-2013
0

სიახლეები პოპულარული