"ლოს ანჯელეს გელექსი" რობი კინს საქართველოსთან სათამაშოდ არ უშვებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელექსისა" და ირლანდიის ნაკრების თავდამსხმელი რობი კინი ეროვნული გუნდის მაისურით ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ირლანდიელები ინგლისის ეროვნულ გუნდს 29 მაისს ლონდონში დაუპირისპირდებიან, 2 ივნისს კი თემურ ქეცბაიას შეგირდებს უმასპინძლებენ.

რაც შეეხება კინს, მას სანაკრებო ამხანაგური მატჩებისთვის კლუბი არ უშვებს და ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრისთვის დაეხმარება, რომელსაც ირლანდია 7 ივნისს, ფარერებთან გამართავს.

33 წლის ფორვარდი ირლანდიის ეროვნული გუნდის ღირსებას 1998 წლიდან იცავს. 123 მატჩში მის ანგარიშზე 54 გატანილი
გოლია.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ნაკრების შეკრებაზე 28 ფეხბურთელი გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გელექსი კი არა გალაქსია.
odala
22:05 23-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული