ჩვენი მეტოქესთვის ეს თამაში ფარერის კუნძულებთან საკვალიფიკაციო მატჩისთვის რეპეტიციაა. როგორც ჯოვანი ტრაპატონის ასისტენტმა მარკო ტარდელიმ განაცხადა, "სანდერლენდის" მცველი ჯონ ოში არ ითამაშებს ქართველებთან, რადგან მას დასვენება სჭირდება.
ირლანდიელების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო რობი ბრეიდიმ და მისი თამაში თემურ ქეცბაიას გუნდთან გამორიცხულია, არ იქნება არც დევიდ ფორდი. სამაგიეროდ ტრავმა მოირჩინა მარკ უილსონმა.
როგორც ჯოვანი ტრაპატონიმ განაცხადა, ის ნაკრების შედარებით "პერიფერიულ" ფეხბურთელებს მისცემს ქართველებთან თამაშის შანსს.
ასევე იხილეთ:
ირლანდია VS საქართველო -
ჩვენ და ირლანდიელები: ნავსიანი ივნისი