და ეს იმის მიუხედავად, რომ ჯოვანი ტრაპატონიმ ინგლისთან ნათამაშები ფეხბურთელები დაასვენა და სასტარტოში მხოლოდ ორი ასეთი გაამწესა: მაკარტი და ლონგი.
21-ე წუთიდან საქართველოს ნაკრები 10 კაცით თამაშობდა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმისთვის რუმინელმა არბიტრმა გიორგი ლორია გააძევა. ანგარიში 42-ე წუთზე კიოუს გოლით გაიხსნა.
მეორე ტაიმში კი ჯერ კოქსმა გაზარდა ორამდე ანგარიში, შემდეგ კი დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა რობი კინმა, რომელიც 125-ედ თამაშობდა ეროვნულ გუნდში - 4:0.