5 ივნისს დანიის ქალაქ ოლბორგში
თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი განიცადა: ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში 0:4 განადგურების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ამჯერად მხოლოდ 1:2 დათმო
მორტენ ოლსენის გუნდთან. ის კი არა,
ირაკლი ძარიას გოლის წყალობით, სტუმრები 77-ე წუთამდე იგებდნენ კიდევაც.
ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა, როცა
ირაკლი სირბილაძემ თავით ბურთი
სანდრო კობახიძეს დაუგდო, მან კი საჯარიმოში ძარია მოძებნა. ნაკრებს შესანიშნავი კომბინაცია გამოუვიდა.
ყველაფერი კარგად იყო 77-ე წუთამდე, როცა
ზურაბ ხიზანიშვილმა გიორგი ლორიას დაუგორა ბურთი, მან კი დანიელ
პედერსენს ჩააბარა -
1:1. როგორც ხდება ხშირად ხოლმე, ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც გაუშვა -
კრისტიან ერიქსენმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო, თუმცა ლორიას კარამდე საკმაოდ შორი იყო - 2:1.