საბოტაჟი თუ სახელმწიფოსადმი კლუბების შეთავაზება?

AutoSharing Option
4 ივნისს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის "12-თა საბჭოსა" და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას, გენერალურ მდივანს, რევაზ არველაძესა და საპატიო ვიცე-პრეზიდენტს, მურთაზ ხურცილავას შეხვდნენ.

მათ კერძო და სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კლუბებისთვის თანაბარი დაფინანსება კატეგორიულად მოითხოვეს.

კლუბების უკმაყოფილების მიზეზი ცნობილია, მაგრამ წინა ისტორიას მაინც შეგახსენებთ: "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ კლუბი მუნიციპალიტეტს გადააბარა მანამ, სანამ სახელმწიფო ყველა კლუბს თანაბრად არ დააფინანსებს. იმერული კლუბის პრეზიდენტის მოთხოვნამ კატალიზატორის როლი ითამაშა და ის უმაღლესი ლიგის კერძო კლუბების მფლობელებმაც გაიზიარეს.

მერე
დაიწყო მსჯელობა, შეეძლო თუ არა სახელმწიფოს ყველას თანაბრად დახმარება. დადებითი კონტურებიც გამოიკვეთა, მაგრამ მცირე ხნის წინ დავალიანების მქონე გორის "დილას" სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი დაურიცხა.

ამ ფაქტის გამო კლუბებმაც იგივე თანხა მოითხოვეს, უარის შემთხვევაში კი 8 მათგანი (თბილისის "დინამო", "ზესტაფონი", თბილისის "ვიტ ჯორჯია", რუსთავის "მეტალურგი", ბოლნისის "სიონი", "ზუგდიდი", მარტვილის "მერანი" და ქუთაისის "ტორპედო") ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს - კერძო კლუბებს მხარი მუნიციპალურებმაც დაუჭირეს და ამის შესახებ სახელმწიფოს წერილით მიმართეს.

ცხადია, სახელმწიფოსგან მეტი ფულის გამოყოფითა და ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებით ფედერაციაც არის დაინტერესებული და მისმა თავკაცებმაც "რვიანის" მხარე დაიჭირეს - ეს 8 გუნდი თუ უარს ამბობს, ჩემპიონატს როგორ ჩავატარებთო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელო" რუსთავის "მეტალურგის" სპორტულ დირექტორს, აკა ქავთარაძეს ელაპარაკა, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარების სხვა გზას სთავაზობენ და კატეგორიულად უარყოფს, რომ კლუბები სახელმწიფოს აუჯანყდნენ:

- ვერ ვიტყვი, რომ ეს რვა გუნდი ჩემპიონატში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს ვამბობთ, მაგრამ პრინციპული პოზიცია გვაქვს. გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო "დილას" 9 მილიონს ურიცხავს, ხოლო "სიონს" - მილიონს, "კოლხეთს" - 300 ათასს, კერძო კლუბებს კი - არაფერს.

ახლა ბევრ კლუბს გაუჭირდა, მაგრამ ვიგებთ, რომ "დილას" 2 მილიონი ლარი დაურიცხეს - რა დააშავეს არც ისე დალხენილმა "ვიტ ჯორჯიამ", "ზუგდიდმა", "სიონმა" და იგივე "ზესტაფონმა", რომელიც მუნიციპალიტეტს გადასცეს და ორი თვეა, ხელფასებს ვერ გასცემენ? ან ვინმე იტყვის, რომ კერძო კლუბებს დახმარება არ სჭირდებათ?

ყველა ერთ პირობებში უნდა ჩაგვაყენონ, შედგეს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც კლუბების, ინფრასტრუქტურის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება და ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის რეალური საფუძვლები ჩაიყრება. ამის შემდეგ კერძო სპონსორებიც გამოჩნდებიან, თორემ გაღლეტილი, წარუმატებელი და ინფრასტრუქტურის არმქონე კლუბით რომელ ბიზნესს დავაინტერესებთ?

აქვე ყველა ეჭვი რომ გავფანტო, გეტყვით, რომ ჩვენ "დილას" დაფინანსება კი არ გვწყინს, პირიქით, გვახარებს, მაგრამ ყველა დანარჩენზეც ასე უნდა ზრუნავდნენ და ამ პოზიციას გორელებიც იზიარებენ. წერილი უკვე გაეგზავნა სპორტის სამინისტროს და სურვილი გვაქვს, რომ ლევან ყიფიანს შევხვდეთ.

- კი მაგრამ, სად აქვს სახელმწიფოს უმაღლესი ლიგისთვის გამოსაყოფი 24 მილიონი?
- ფეხბურთში მეტიც იხარჯებოდა, მაგრამ გაუაზრებლად. მე ლევან ყიფიანის პოზიციას არ ვიცნობ, მაგრამ საღად მოაზროვნე კაცია და მჯერა, მას ჩვენი ძალიან კარგად ესმის.

- კერძო კლუბების მეპატრონეთა პრობლემები გასაგებია, მაგრამ ბევრისგან მსმენია - სად იყო აქამდე ეს ხალხი, ქვეყნის ახალ მმართველებს საბოტაჟს ხომ არ უწყობენო...
- ეს კითხვა მეც გამიგია და მერწმუნეთ, აბსურდია. ადრე სახელმწიფო თავს გვახვევდა ფეხბურთის დაფინანსების მიუღებელ გზას, მაგრამ კარგად იცით, ვინც შეეწინააღმდეგებოდა, რაც ელოდა. ახლა კი საჭირბოროტო საკითხებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ღიად და გულწრფელად ვლაპარაკობთ, გვისმენენ და გვეკითხებიან.

საერთოდ, ჩვენი მიმართვა არის არა საბოტაჟი ან ბოიკოტი, არამედ სახელმწიფოსადმი კლუბების შეთავაზება.

ჩვენ ყველას გვახარებს 19-წლამდელების წარმატება, მაგრამ არავის დაავიწყდეს - ფეხბურთი პირამიდაა, რომლის საფუძვლის სიმყარეც ეროვნული ნაკრებით იზომება. სახელმწიფოს მართლაც სურს, რომ ფეხბურთი პრიორიტეტული სახეობა გახდეს და დაეხმაროს. ამიტომ გააზრებული დახმარების პროექტი გვჭირდება, სადაც ყველაზე თანაბრად იზრუნებენ - ჩვენ სწორედ ამას ვთავაზობთ, თორემ ადრინდელი გზით სიარული რომ არას გვარგებს, ეს ეროვნული ნაკრების დღევანდელი მდგომარეობიდანაც ჩანს.

* * *
კლუბების პროტესტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გამოეხმაურა:

"არ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ კლუბებს ბიუჯეტიდან წელსვე დავაფინანსებთ. ასეთი რამ მე არც მითქვამს და ვერც ვიტყოდი, რადგან საამისო რესურსი არ არსებობს, ჯერჯერობით მაინც. ეს შეიძლება განხორციელდეს დროთა განმავლობაში, სპორტული ინტერესების დაცვით.

რაც შეეხება გორის "დილას" საკითხს, სპორტის სამინისტროსგან ფინანსირება არ და ვერ მოხდება. როგორც აქამდე, კლუბს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გუნდი ევროპის ლიგაზე გადის, სახელმწიფოსგან მისი დაფინანსება გამართლებულია, რადგან ევროსარბიელზე არგამოსვლა ქვეყნისთვის უფრო მეტი სირცხვილი იქნება, ვიდრე მისი დაფინანსება.

ამიტომ არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ გორის "დილა" თუ ფინანსდება, იგივე თანხა სხვა კლუბებსაც უნდა დაერიცხოთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!
საჭირბოროტო საკითხი: გვინდა ისევ გერები?
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამათ ფეხბურტი და საერთოდ სპორტი ყ.... კიდიათ იმათ ხო ეკიდათ და ეკიდათ ახა ესენი არიან და ჯერ რა ეფეხბურთებათ რუსეთისთვის *** არ გამოულოკავათ იმ *** კალაძემ ამდენი ფული იმაში რო გადაყარა გაცილების მატჩიო ქვეყნის ერის და ხალხის პატრიოტი მაშინ იქნებოდა ის მილიონები რაც მაგ თამაში დაუჯდა ამ კლუბებისთვის მიეცა და ამოისუნთქავდნენ ცოტას. ისე მაგ თანხას ხო ახა მთლად თAვის ჯიბიდან დახარჯავდა კალაძე მიეწერა ბიუჯეტს.და იძახიენ ეხა ისი ჭამდნენ და ჩვენ ვავსებთო.
simartle
10:26 07-06-2013
0
მხოლოდ თანაბარი მიდგომა, მართალნი არიან კლუბები. ისე ფეხბურთისადმი რამენაირი გათვლილი პოლიტიკა ქვეყანაში არ არის და ჭკვიანური არც ჩანს.
0

სიახლეები პოპულარული