რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

AutoSharing Option
სფფ-ის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე საქართველოს ნაკრების მოახლოებულ მატჩებზე გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში საუბრობს.

"განწყობა, როგორც ყოველთვის, ოპტიმისტური მაქვს. ვიცი, რომ ანალოგიური განწყობა აქვს ზოგადად ქართველ გულშემატკივარსაც. ორ ბალტიისპირულ ნაკრებს ახლა ვეთამაშებით, მესამე ჯგუფში გვყავს და ეს კარგი უნდა იყოს.

ვისთანაც უნდა თამაშობდეს საქართველოს ნაკრები და რა სტატუსიც უნდა ჰქონდეს ამ თამაშებს, ჩვენთვის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება და, გარდა ამისა, სხვადასხვა მონახაზიც დაიხვეწება", - აღნიშნა არველაძემ.

იხილეთ ინტერვიუ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
,,განწყობა, როგორც ყოველთვის, ოპტიმისტური მაქვს. ვიცი, რომ ანალოგიური განწყობა აქვს ზოგადად ქართველ გულშემატკივარსაც.'' გულშემატკივრის სახელით რატომ ლაპარაკობს? უკვე რამდენი ხანია ვიცი, რომ ნაკრები ვერ იგებს და არც ახლა ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ვისაც გჯერათ, გაგიმარჯოთ!!!
ნათია
21:09 20-03-2018
6

სიახლეები პოპულარული