ჯგუფში მესამე ადგილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაშია შესული და საინტერესო იყო, რა შედეგი დაფიქსირდებოდა ქალაქ გომელში, სადაც მასპინძელთა გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები საშემოდგომო მატჩებს ბოლო საფეხურზე შეხვდებოდა.
ხელს არც ფინელთა წარმატება გვაძლევდა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში მესამე პოზიციას გაიმყარებდნენ და თემურ ქეცბაიას გუნდს მათი დაწევის მიზერული შანსიღა შერჩებოდა.
ასე რომ, 11 ივნისს ჩვენთვის ხელსაყრელი შედეგი დაფიქსირდა
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. ევროპა. I ჯგუფი
11.06. გომელი. ცენტრალური
ბელორუსი-ფინეთი 1:1
0:1 პუკი (22), 1:1 ვერხოვცოვი (85)
ბელორუსი: ვერემკო, ტრუბილა, ვერხოვცოვი, ვერეტილო (46. კისლიაკი), მარტინოვიჩი (79. სიტკო), ა. გლები, პუცილა (64. რენანი), კალაჩევი, დრაგუნი, ოლეხნოვიჩი, როდიონოვი
მწვრთნელი: გ. კონდრატიევი
ფინეთი: მაენპაა, პასანენი, რაიტალა, მოისანდერი, ჰურმე, რ. ერიომენკო, სპარვი, ჰამალაინენი (83. არაიური), ჰეტემაი, რინგი, პუკი (76. ფურუჰოლმი)
მწვრთნელი: მ. პაატელაინენი
გაფრთხილება: ჰეტემაი (5), რ. ერიომენკო (8), ვერეტილო (33), კისლიაკი (50), ჰურმე (71), არაიური (84)
არბიტრი: ლ. კოვარიკი (ჩეხეთი)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 3 2 0 8-2 11
2. საფრანგეთი 5 3 1 1 8-4 10
3. ფინეთი 5 1 3 1 4-4 6
4. საქართველო 5 1 1 3 3-7 4
5. ბელორუსი 6 1 1 4 4-10 4
დარჩენილი მატჩები
6 სექტემბერი
საქართველო-საფრანგეთი
ფინეთი-ესპანეთი
10 სექტემბერი
ბელორუსი-საფრანგეთი
საქართველო-ფინეთი
11 ოქტომბერი
ესპანეთი-ბელორუსი
15 ოქტომბერი
ესპანეთი-საქართველო
საფრანგეთი-ფინეთი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
P.ს. გაიხსენეთ რა პრობლემები ჰქონდა საფრანგეთის ნაკრებს მლოფლიოზე: მწვრთნელს ფეხბურთელები რომ განუდგნენ. შედეგიც სავალალო იყო. ამიტომ პირადული ყველამ უნდა დაივიწყოს და საერთო საქმეზე იფიქროს. ქეცბაიას კი მხარში დადგომა სჭირდება და არა კრიტიკა, კრიჭაში ჩადგომა და ხელის შესლა. ან რომელ თქვენგანს სიამოვნებს კრიტიკა? მით უმეტეს ისეთი ხალხისგან, რომელიც ისეთი რამის გამო გაკრიტიკებს, რის აზრზეც არ არის( ან ჰგონია რომ არის)!