ვითარებაში გასარკვევად, ხოჯავას ნიჟნი ნოვგოროდში დავუკავშირდით.
- გოჩა, ნაკრებში გამოგიძახეს, მაგრამ ჯერაც გაურკვეველია, ჩამოდიხარ თუ არა?
- რას ჰქვია, არ ჩამოვდივარ! ჩემპიონატი დასრულდა, 9 ან 10 ნოემბერს თბილისში ვიქნები და შეკრებაზე აუცილებლად გამოვცხადდები. თემურ ქეცბაიას მიწვევამ ძალიან გამახარა და რატომ არ უნდა გამოვცხადდე, საპასპორტო პრობლემას
- რა თქმა უნდა. ისე, პრობლემის არსიც ვერ გავიგეთ.
- გეტყვით, რაც მოხდა: ხუთშაბათს ფედერაციიდან დამიკავშირდნენ და სლოვენიის ვიზის ასაღებად, რუსული პასპორტის ქსეროასლი მთხოვეს. ასლი მაშინვე გადავიღე, მაგრამ ვერ გამოვაგზავნე. ნიჟნი ნოვგოროდში დღესასწაულს აღნიშნავდნენ და ორშაბათამდე ყველა სახელმწიფო დაწესებულება ისვენებდა. სად არ მივედი, მაგრამ ამხელა ქალაქში ფაქსი ვერ ვნახე, კლუბის ოფისშიც არავინ იყო. ორშაბათს აუცილებლად გამოვაგზავნი. მე რომ ნაკრებში თამაში მინდა, მეეჭვება, ასე ვინმეს სურდეს. სეზონი დასრულდა, ”ვოლგა" პრემიერლიგაში გადავიდა და ხელი რამ უნდა შემიშალოს?
- პრემიერლიგაში გასულ სეზონში მახაჩყალის ”ანჟიც" გადაიყვანეთ, მაგრამ იქიდან წამოხვედით - ნიჟნი ნოვგოროდიდში მაინც თუ დარჩებით?
- დიახ, დავრჩები, რადგან პრემიერლიგაში თამაში ძალიან მინდა. ამას გარდა, გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს..
დაბოლოს, როგორც შვეიტყვეთ, ფეხბურთელის ჩამოუსვლელობის გამო, ქეცბაიამ ეროვნულ პირველობიდან შეკრებაზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გამოიძახა - ”ზესტაფონის" მცველი კახა ალადაშვილი, ”ვიტ ჯორჯიას" შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია და რუსთავის ”ოლიმპში" ახლახანს ჩარიცხული თავდამსხმელი რეზო ბარაბაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"