უპრიანია ჯერ სანაკრებო შემადგენლობას გადავავლოთ თვალი, დანარჩენზე კი ქვემოთ მოგახსენებთ:
მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ძაძამია (ვიტ ჯორჯია);
მცველები: კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (რიდინგი, ინგლისი), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა), დავით კვირკველია (რუბინი, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი),
ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), სანდრო გურული (კარპატი, უკრაინა), გოჩა ხოჯავა (ვოლგა, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), კახაბერ ალადაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ზესტაფონი), ირაკლი კლიმიაშვილი, გურამ გურეშიძე (ორივე ვიტ ჯორჯია);
თავდამსხმელები: ოთარ მარცვალაძე (ვოლგა, რუსეთი), ირაკლი მოდებაძე (ორივე ოლიმპი), მათე ვაწაძე (დინამო), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია).
როგორც ხედავთ, სანაკრებო სიაში არაერთი დებიუტანტია. მათ შორის არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებსაც ეროვნულ გუნდში უკვე აქვთ ნათამაშები, მაგრამ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში პირველად არიან. ყველა მათგანზე ცალკე მოგახსენებთ. ჯერ დებიუტანტებზე ვთქვათ.
ეროვნულ ნაკრებში ათი ფეხბურთელი პირველად არის გამოძახებული. ესენი არიან: სანდრო გურული, აკაკი ხუბუტია, გოჩა ხოჯავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ირაკლი მოდებაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ონიანი, გურამ გურეშიძე და გიორგი ძაძამია. ლევან კაკუბავა და ნიკა კვეკვესკირი, ეროვნულში გასულ თვეში იყვნენ გამოძახებულები, მაგრამ თამაშმა არ მოუწიათ. ჯაბა ლიპარტია კი ეროვნულში ყოფილმა მწვრთნელმა, ჰექტორ კუპერმაც გამოიძახა. აღსანიშნავია ის, რომ ტრავმით გამოწვეული დიდი პაუზის შემდეგ, ნაკრების სიაში ისევ არის ჯაბა კანკავა. საგულისხმოა ის, რომ ქეცბაიას სიაში თითქმის ყველა ის ფეხბურთელია, რომლებიც წელს და წინა წლებში ახალგაზრდულ ნაკრებში გამორჩეულები იყვნენ და ასაკის მიხედვით 21-წლამდელებში თამაში აღარ უწევთ.
ეროვნული ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას თბილისში გაივლის. ქეცბაია გუნდს ხუთშაბათს, 10 ნოემბერს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეკრებს. ნაკრები სლოვენიაში მატჩის წინა დღეს, 16 ნოემბერს ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. ნაკრების თავკაცი გამოძახებული 34 ფეხბურთელიდან ბალკანეთზე რჩეულებს (სავარაუდოდ 22 მოთამაშეს) წაიყვანს. სლოვენიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 17 ნოემბერს ქალაქ კოპერში გაიმართება.
დავით ცაბაძე