ამ კლუბში არაერთ ქართველს უთამაშია და ხაბაროვსკში ჩასულ გოგუას ნაცნობი სახეები ამჯერადაც დახვდა - ქართველი მცველი გიორგი ნავალოვსკი და ვალდას ივანაუსკასი, რომელიც გოგუას გასულ სეზონში, გორის "დილაშიც" წვრთნიდა.
თავად გოგიტა გოგუა ამბობს, რომ ივანაუსკასთან "შემთხვევით" მოხვდა. კიდევ... ერთ-ერთ ყველაზე კონფლიქტურ და ხისტ ქართველ ფეხბურთელად მიჩნეულმა ნახევარმცველმა სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა...
- ხაბაროვსკში ვალდას ივანაუსკასის ინიციატივით აღმოჩნდი?
- ამას დამთხვევას უფრო
- საქართველოში გატარებულ სეზონს როგორ შეაფასებ?
- "დინამოსგან" განსხვავებით, გორში გატარებული პერიოდით კმაყოფილი ვარ. "დილაში" ძალიან მეგობრული სიტუაცია იყო, მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობასთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროდ, ბოლო თვეებში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ხელმძღვანელობაც შეიცვალა... ეს რომ არა, ჩემპიონი "დინამო" კი არა, ჩვენ გავხდებოდით. ძნელია, როცა მხოლოდ ფეხბურთზე კი არა, პრობლემებზე ფიქრობ... ამის მიუხედავად, ვთამაშობდით და ვიგებდით. ჩვენ მართლა ვიგებდით მატჩებს!
- ისეთ ასაკში ხარ, წესით, კარიერის პიკზე უნდა იყო, შენ კი ხაბაროვსკში თამაში არჩიე...
- ახლა ჩემთვის მთავარია, ყველას ვაჩვენო, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შემიძლია. მით უმეტეს, ნაკრებზეც არ ჩამიქნევია ხელი. საქართველოში თამაში კი აღარ მინდოდა...
- "სკა-ენერგიას" შემთხვევაში ფინანსური მხარე გადამწყვეტი იყო?
- მხოლოდ ფინანსური არა. რუსეთის ჩემპიონატში რვა წელიწადი გავატარე, აქაურ ფეხბურთს კარგად ვიცნობ და გულმა ისევ რუსეთისკენ გამიწია.
- ანუ ნაკრებში თამაშის იმედი არ დაგიკარგავს?
- ეროვნულ გუნდში ჩემზე უფროსი არაერთი ფეხბურთელია და 29 წლისამ მე რატომ აღარ უნდა ვიფიქრო ნაკრებში დაბრუნებაზე?! დაველოდები, როდის შეიცვლება ნაკრების მწვრთნელი...
- მაგრამ ნაკრებმა უკვე არაერთი თავკაცი გამოიცვალა და ყველასთან კონფლიქტი გქონდა...
- ტოპმიოლერისა და ჟირესის ხელმძღვანელობით ყველა მატჩი ვითამაშე; არც კუპერთან მქონია კონფლიქტი, თავად აღარ მიძახებდა... არ მესმის, რატომ იგონებენ ასეთ რაღაცებს? მხოლოდ ქეცბაიასთან მაქვს გაუგებრობა. რატომ? იმიტომ, რომ პირად ინტერესებს ფეხბურთზე წინ აყენებს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის... ვერ დავანახე ჩემი შესაძლებლობები, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და წამოვედი... აზერბაიჯანის და მსგავსი დონის ჩემპიონატებიდან იწვევენ მოთამაშეებს ნაკრებში. ანდა რუსეთის პირველი ლიგა საქართველოს ჩემპიონატს არ სჯობს? მაგრამ უმაღლეს ლიგაში რომ ვთამაშობდი, ქეცბაია არც მაშინ მიძახებდა...
რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუას შთამბეჭდავი რეაქცია, როცა ნანუკამ მისი გვარი შეცდომით წარმოთქვა [VIDEO]
გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!