თემურ ქეცბაიამ კოპერისთვის 21 შეარჩია

AutoSharing Option
17 ნოემბრის სლოვენიასთან ამხანაგური მატჩისთვის ჩვენმა ნაკრბმა მზადება 11 ნოემბერს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ თამაშისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 30 ფეხბურთელი გამოიძახა ნაკრებში. ამ სამი ათეული ფეხბურთელიდან ორის გარდა, ყველა თბილისში ჩამოვიდა. ინგლისური "რედინგის" მცველი ზურაბ ხიზანიშვილი, ეროვნულის კაპიტანი და იტალიური "ჯენოას" დამცველი კახა კალაძე გუნდს სლოვენიაში შეუერთდებიან.

თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო რომ, რომ ქეცბაიამ სლოვენიაში 30 ფეხბურთელს არ წაიყვანდა. რამდენიმე დღის ვარჯიშისა და ორმხრივი თამაშის შედეგად, ჩვენი ნაკრების თავკაცმა სლოვენიაში წამსვლელთა სია შეაჯერა. ჩვენი ეროვნული გუნდი სლოვენიაში 21
ფეხბურთელით იქნება. ერთი სიტყვით, საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი);
მცველები: კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (რიდინგი, ინგლისი), დავით კვირკველია (რუბინი, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი (ორივე ზესტაფონი), ლევან კაკუბავა (დინამო);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), სანდრო გურული (კარპატი, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა), გოჩა ხოჯავა (ვოლგა, რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), კახა ალადაშვილი (ზესტაფონი), ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია);
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე (დინამო), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი), ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი).

ჩვენი ნაკრები სლოვენიაში ხვალ, 16 ნოემბერს ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. მეტოქე სლოვენიის ნაკრებმა ქართველებთან მატჩამდე პირველი ვარჯიში კვირას, 14 ნოემბერს ჩაატარა, მაგრამდანაკლისით. სლოვენიელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატიას კეკმა გუნდი სრული შემადგენლობით გუშინ, 15 ნოემბერს შეკრიბა. ბალკანელთა გუნდში ერთი დანაკლისია. 18 წლის სლოვენიელი ნახევარმცველი ჰარის ვუცკიჩი ქართველებთან მატჩში ვერ ითამაშებს. ცნობისათვის, ინგლისური "ნიუკასლის" 18 წლის ნახევარმცველი ჰარის ვუცკიჩი სლოვენიაში გამორჩეულ ტალანტად არის მიჩნეული. ისევე, როგორც ჩვენში ჯანო ანანიძე. ვუცკიჩს, ყველა ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები და არაერთი გოლი გაუტანია. ეროვნულ გუნდში კი დებიუტი 17 ნოემბერს უნდა ჰქონოა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო გადაიდო.

დაბოლოს, სლოვენისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 17 ნოემბერს ქალაქ კოპერში, "ბონიფიკას" სტადიონზე გაიმართება. ეს თამაში ჩვენი დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.


დავით ცაბაძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
ე ქეცბა ჩიკვილაძეს დატოვება შეიძლებოდა .მაგრად შეგეშალა.
adwa
19:35 15-11-2010
0
ქეცბა გენაცვალეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, ანანიძე მაგარი კაცი გვყავს,გენაცვალეთ სუყველას
MIKHEIL DZADZAMIA
01:22 18-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული