"კრისტალ პალასს" ჯოი ბარტონის ყიდვა სურს

AutoSharing Option
"კრისტალ პალასი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში "ქუინზ პარკიდან" 30 წლის ჯოი ბარტონის შეძენას შეეცდება.

მთავარია, თავად ვეტერანი თუ დათანხმდება ჩემპიონშიპის წარმომადგენლისგან იმ გუნდში გადასვლას, რომელსაც პრემიერლიგიდან გავარდნის ყველაზე დიდი შანსი აქვს.

"რეინჯერები" სკანდალისტ ვარსკვლავს 3 მილიონ ფუნტად აფასებენ. 2012/13 წლების სეზონის დასრულებისთანავე ბარტონის გამოსყიდვას "მარსელიც" ცდილობდა, თუმცა პროვანსელებმა ფინანსური პრობლემების გამო ზემოთ ხსენებული თანხა ვერ გადაიხადეს.

პირადად ჯოის სწორედ "ველოდრომზე" სურდა კარიერის გაგრძელება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული