მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს საფრანგეთისა და ფინეთის სახით ძლიერი მეტოქეები ეყოლება, თუმცა გუნდი ეცდება, რომ ორივე შემთხვევაში წარმატებას მიაღწიოს.
"კარგია, რომ ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშებით. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი ორივე თამაშზე მოვა, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე თამაში.
სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ფინეთთან თამაში", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს
გარდა ამისა, ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ლევან ყენიას არგამოძახების თაობაზეც ისაუბრა.
როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, ყენია როგორც პიროვნულად, ასევე სპორტული თვალსაზრისით, ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები ფინეთთან "დინამო არენაზე " ითამაშებს. თავდაპირველი ცნობით, საქართველო-ფინეთის მატჩი 10 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო.
პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ დავით კვირკველიას ნაკრებში გიორგი ფოფხაძე ჩაანაცვლებს, გიორგი ილურიძეს - გრიგოლ დოლიძე, ხოლო ლევან მჭედლიძეს - ირაკლი მოდებაძე.
"ინტერპრესნიუსი"