თემურ ქეცბაია: ვეცდებით, საფრანგეთთან იმედი პირველივე წუთიდანვე არ მოგიკლათ

AutoSharing Option
"ვეცდებით, რომ საფრანგეთთან თამაშზე ჩვენს გულშემატკივრებს იმედი პირველივე წუთიდან არ მოვუკლათ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 2 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს საფრანგეთისა და ფინეთის სახით ძლიერი მეტოქეები ეყოლება, თუმცა გუნდი ეცდება, რომ ორივე შემთხვევაში წარმატებას მიაღწიოს.

"კარგია, რომ ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშებით. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი ორივე თამაშზე მოვა, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე თამაში.

სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ფინეთთან თამაში",
- განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს
მიმდინარე შესარჩევ ციკლში რამდენიმე წლის შემდეგ აქვს შესაძლებლობა, რომ მესამე ადგილი დაიკავოს.

გარდა ამისა, ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ლევან ყენიას არგამოძახების თაობაზეც ისაუბრა.

როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, ყენია როგორც პიროვნულად, ასევე სპორტული თვალსაზრისით, ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები ფინეთთან "დინამო არენაზე " ითამაშებს. თავდაპირველი ცნობით, საქართველო-ფინეთის მატჩი 10 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო.

პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ დავით კვირკველიას ნაკრებში გიორგი ფოფხაძე ჩაანაცვლებს, გიორგი ილურიძეს - გრიგოლ დოლიძე, ხოლო ლევან მჭედლიძეს - ირაკლი მოდებაძე.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 16 /
..ჰო, ეცდები...11 კაცით კარებში ჩადგები რათქმაუნდა... წადი რა, თავი დაგვანეგბე!
murtalo
14:47 03-09-2013
0
მესამე ადგილს კიდევ დიდი ხანი ვერ ვნახავთ!
guja_kakhadze
11:15 03-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული