შედარებით უინტერესო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ყველაზე ახლოს გოლთან ქარიმ ბენზემა იყო, მაგრამ მისი დარტყმული გიორგი ლორიამ მოიგერია და შემდეგ მცველმა კუთხურზე გადააგდო.
მეტოქე ბურთს უკეთ ფლობდა, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა.
მეორე ტაიმშიც იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები, თუმცა შანსი საქართველოს ნაკრებსაც შეექმნა, 49-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის ხელმეორე დარტყმის შემდეგ საფრანგეთი ძელმა იხსნა.
მატჩის ბოლოსკენ სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა და მშველელად გიორგი ლორია მოგვევლინა, რომელმაც ჯერ ოლივიე
ფრანგებმა მიზანს ვერც დამატებულ ხუთწუთეულში მიაღწიეს და ძვირფასი ორი ქულა დაკარგეს - 0:0.
ჩვენს ჯგუფში პარალელურად მიმდინარე მატჩში ფინეთის ნაკრები შინ ესპანეთთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ანგარიში 19-ე წუთზე ჟორდი ალბამ გახსნა, 86-ეზე კი სხვაობა ორბურთიანი ნეგრედომ გახადა.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 10 სექტემბერს "დინამო არენაზე" ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.
და ეგ თემურა არ აიყვანოთ კიდე ცაში, ეს ჩვენ ვაიძულეთ დღეს რომ "ხიზანა" აღარ ეთამაშებინა და ცოტა ნორმალური გადაწყვეტილებები მიეღო.. რასაც აქამდე დარდუბალობდა იმაში ცამდე ნუ გაამართლებთ ეხლა, აღიარეთ და პატიებით ვაპატიოთ... დღეს სასწაული მოხდა ("ხიზანას სასწაულის" ნაცვლად) მაგრამ ქეცბა როგორ გააგრძელებს მაგას შემდეგში დავინახავთ კარგად.... ჯერ ბოლომდე არ ჩამოსულა ვირიდან და ღმერთმა ქნას ყველაფერი გამოსწორდეს. თუმცა რაც უფრო მალე დანიშნავენ "ულვაშას" (ჩივაძე) მით უკეთესი, ბრძენი სულ სხვაა..