საქართველო-საფრანგეთი 0:0 - "ლურჯებს" თბილისში ორი ქულა დავატოვებინეთ

AutoSharing Option
6 სექტემბერს მუნდიალის შესარჩევ მატჩში თემურ ქეცბაიას ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

შედარებით უინტერესო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ყველაზე ახლოს გოლთან ქარიმ ბენზემა იყო, მაგრამ მისი დარტყმული გიორგი ლორიამ მოიგერია და შემდეგ მცველმა კუთხურზე გადააგდო.

მეტოქე ბურთს უკეთ ფლობდა, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა.

მეორე ტაიმშიც იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები, თუმცა შანსი საქართველოს ნაკრებსაც შეექმნა, 49-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის ხელმეორე დარტყმის შემდეგ საფრანგეთი ძელმა იხსნა.

მატჩის ბოლოსკენ სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა და მშველელად გიორგი ლორია მოგვევლინა, რომელმაც ჯერ ოლივიე
ჟირუს
თავური მოიგერია, შემდეგ ბაქარი სანიას თავური გასროლა.

ფრანგებმა მიზანს ვერც დამატებულ ხუთწუთეულში მიაღწიეს და ძვირფასი ორი ქულა დაკარგეს - 0:0.

ჩვენს ჯგუფში პარალელურად მიმდინარე მატჩში ფინეთის ნაკრები შინ ესპანეთთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ანგარიში 19-ე წუთზე ჟორდი ალბამ გახსნა, 86-ეზე კი სხვაობა ორბურთიანი ნეგრედომ გახადა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 10 სექტემბერს "დინამო არენაზე" ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ბოროტი სათაურია?! დავატოვებინეთ , რა მერე?! სწორია, ერთი ქულა ავართვით! ეს შენ შეგერგება და ის ორი ქულა შენ რას გმატებს ან გაკლებს?! არ ვარგა ასე. ასე ვერ გავიზრდებით! :))
mmg
07 სექტემბერი 2013 11:26
0
შემდეგ ბაქარი სანიას თავური გასროლა.!!!! ეს ბაქარ სანაია მეგრელია ხომ? ანდა კიდევ ეს ესპანელი ალბა? ეტყობა ორივე აფხაზეთიდან ლტოლვილები არიან ,ნახე ერთი სად გაჩითულან
Emzar
07 სექტემბერი 2013 11:26
0
საგოლ ბიჩებს.ნაგავ მინისტრს კიფიანს არ გაუხარდებოდა თკვენი კარგად თამაში.მოაშორეთ კ.ე კიფიანი
elza
07 სექტემბერი 2013 09:24
0
კი მაგრამ რა ხდება? დღეს უკე ქეცბას კრიტიკოსებს აგინებენ უმისამართოდ, მარტო იმიტომ რომ აქამდე ქეცბათი უკმაყოფილოები იყვნენ. მსოფლიო სპორტზე დაწერა ერთმა სადა ხართ გამოდით მოგ... აზროვნებაო. რა ხდება? ჩემი აზრით თავს გასული და ჩამძ******** ინტერნეტ-ზონდერები არიან. ან ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვართ ერი, ასეთ ავადმყოფურად რომ ვაგინებთ ერთმანეთს.

და ეგ თემურა არ აიყვანოთ კიდე ცაში, ეს ჩვენ ვაიძულეთ დღეს რომ "ხიზანა" აღარ ეთამაშებინა და ცოტა ნორმალური გადაწყვეტილებები მიეღო.. რასაც აქამდე დარდუბალობდა იმაში ცამდე ნუ გაამართლებთ ეხლა, აღიარეთ და პატიებით ვაპატიოთ... დღეს სასწაული მოხდა ("ხიზანას სასწაულის" ნაცვლად) მაგრამ ქეცბა როგორ გააგრძელებს მაგას შემდეგში დავინახავთ კარგად.... ჯერ ბოლომდე არ ჩამოსულა ვირიდან და ღმერთმა ქნას ყველაფერი გამოსწორდეს. თუმცა რაც უფრო მალე დანიშნავენ "ულვაშას" (ჩივაძე) მით უკეთესი, ბრძენი სულ სხვაა..
zviad
07 სექტემბერი 2013 06:55
0
საგოლ ბიჯებო კარგად იტამასეტ ბოლო წუტებზე დაეტყო ფრანგებს ტამასი ტორე არანარი უპირატესობა არ ქონიატ.
muradi
07 სექტემბერი 2013 03:05
0
მიუხედავად წუნის და ბევრი შეცდომებისა, საბოლოო ჯამში კარგად ითამაშეს. რაც მთავარია, ბოლოს არ დანებდნენ და ბურთების უაზრო მოგერიების ნაცვლად, მეტოქის საჯარიმოკსენ მიიწევდნენ. რაც შეეხება სტატიას, თამაშიდან ოც წუთში რა ანალიზს ელოდით, ჩვეულებრივი მოკლე მიმოხილვაა, ვრცლად ალბათ, ხვალ დადებენ.........
zura
07 სექტემბერი 2013 02:08
0
სტატიას ეტყობა რო ავტორს ქეცბაიას ბოღმა ახრჩობს და ძალიან ეწყინა რო არ წავაგეთ... ზრდილობის გულისთვის მიჯღაბნა რაღაც ძალით ანალიზი...
danielle
07 სექტემბერი 2013 01:27
0
გაცილებით უკეთესად ითამაშა ნაკრებმა ვიდრე სტატიაშია აღწერილი.
დათო
07 სექტემბერი 2013 00:28
0
ჩვენებს კარგ გუნდებთან უყვართ თამაში!
Mindia
07 სექტემბერი 2013 00:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული