საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთთან საშინაო შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა.
დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
- დასაწყისში საკმაოდ კარგი მომენტები გვქონდა, რითიც ვერ ვისარგებლეთ. საქართველომ საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი გამოიყვანა და დიდი წინააღმდეგობაც გაგვიწია.
- და მაინც, ეს შედეგი რამ განაპირობა?
- ვერ მოვიგეთ იმიტომ, რომ გოლი ვერ გავიტანეთ. მაქვს განცდა, რომ დღეს მოსაგებად ყველაფერი ვერ გავაკეთეთ. უფრო მეტი
- გუნდით იმედგაცრუებული ხართ?
- ასე არ ვიტყოდი. აღსანიშნავია, რომ ქართველები ორგანიზებულად იყვნენ შეჯგუფებულები და თამაშის საშუალება არ მოგვცეს.
- მატჩამდე თქვით, რომ 3 ქულას მოიპოვებდით...
- ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იყო, მაგრამ ესპანეთმა ფინეთს მოუგო და მეორეზე გავალთ. ამაში ცუდი არაფერია. მიმაჩნია, რომ უფრო პოზიტიური განწყობა უნდა გვქონდეს.
მომდევნო მატჩში ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ, გაცილებით შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ და უფრო ზუსტი გადაცემები გავაკეთოთ. წინ კიდევ ორი შეხვედრაა.
- თქვენი შეტევები რიბერისა და ვალბუენას საშუალებით ვითარდებოდა. მათ სრულად ვერ აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები თუ თავად დაუშვით ტაქტიკური შეცდომა?
- მატჩამდე ბევრი რამ გავაანალიზე და ამ ტაქტიკით თამაში გადავწყვიტე. თუმცა ფეხბურთელებსაც ვერ გავაკრიტიკებ.
- ამ ფორმაციის ნაკრებით მსოფლიოს ჩემპიონატზე რისი იმედი გაქვთ?
- ბრაზილიაშიც მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლებთ.
- საქართველოდან ვის გამოარჩევდით?
- ოქრიაშვილს. თუმცა მთელმა გუნდმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]