თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით გაიტანეს.
პენალტიდან გატანილი ერემენკოს გოლის შემდეგ ერთ წუთში მსაჯმა მოედნიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გააძევა...
მიუხედავად დიდი სურვილისა, კაცნაკლული გუნდით მასპინძლებმა დარჩენილ დროში ხეირიანი ვერაფერი შექმნეს.
აღსანიშნავი კი ისაა, რომ მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ გოლი არ ჩათვალა - ბურთი, მას შემდეგ, რაც ხარიხას მოხვდა, აშკარად ნუკრი რევიშვილის კარის
ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები, რომელსაც 5 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს, ბოლო მატჩს სტუმრად ესპანეთთან გამართავს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში, უკეთეს შემთხვევაში, მეოთხე ადგილს დასჯერდება.
ჩვენს ჯგუფში ბელორუსი საფრანგეთს მასპინძლობს.