ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ხუთი მეტოქედან ოთხმა თითო საფეხურით შეიცვალა პოზიცია - საბერძნეთი და ისრაელი დაწინაურდა, ლატვია და მალტა კი დაქვეითდა. ხორვატია კი ისევ მეცხრეზეა.
მოწინავე ათეულში
უპრიანი იქნება, ჯერ მოწინავე ათეული და ჩვენი ჯგუფის მეტოქეთა განლაგებას გადავავლოთ თვალი, შემდეგ კი ორ საინტერესოა დეტალზე შევჩერდეთ.
1. (0) ესპანეთი 1920
2. (0) ჰოლანდია 1718
3. (0) ბრაზილია 1493
4. (0) გერმანია 1489
5. (0) არგენტინა 1353
6. (0) ინგლისი 1250
7. (0) ურუგვაი 1174
8. (0) პორტუგალია 1102
9. (0) ხორვატია 1098
10. (+1) ეგვიპტე 1047
11. (+1) საბერძნეთი 1043
55. (+1) ისრაელი 535
73. (-1) ლატვია 446
78. (-3) საქართველო 422
169. (-1) მალტა 77
ფიფას რეიტინგი მსოფლიოს მასშტაბითაა, მაგრამ, საინტერესოა რა პოზიციაზე ვართ ევროპაში. "ბებერი კონტინენტის" 53 ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა მე-40 ადგილზეა.
ვნახოთ, როგორი პოზიცია აქვს საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის.
13. (-3) რუსეთი 1003
36. (-1) უკრაინა 698
40. (+2) ბელარუსი 648
46. (+2) ლიტვა 576
59. (+1) სომხეთი 517
73. (-1) ლატვია 446
74. (0) ესტონეთი 444
78. (-3) საქართველო 422
84. (-6) მოლდოვა 405
90. (+1) აზერბაიჯანი 381
106. (-10) უზბეკეთი 303
134. (+8) თურქმენეთი 173
137. (0) ყაზახეთი 169
149. (+1) ტაჯიკეთი 121
176. (-3) ყირგიზეთი 50
დავით ცაბაძე