"საქართველოს ნაკრებს ტრუსები არ ეყო"
"საქართველოს ნაკრებს, რომელმაც სლოვენიაში 2:1 მოიგო, კურიოზი შეემთხვა. ქართველებს ფორმების პრობლემა შეექმნათ. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ფორმები შეუკვეთა. თუმცა თბილისის ნაცვლად პროდუქცია შეცდომით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გააგზავნეს.
შედეგად, საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ფორმის ერთი კომპლექტით გაემგზავრა, ამიტომ ზოგიერთ მოთამაშეს მაისურის შესაფერისი ზომის ტრუსი არ შეხვდებოდა და შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს რეზერვში დარჩენილთა ტრუსების მორგება მოუხდებოდათ.
როგორც დავადგინეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების სათამაშო ფორმები და სხვადასხვა ატრიბუტიკა ფირმა `ჯაკოს" მართლაც შეუკვეთა. შეკვეთილი ფორმებით სავსე კონტეინერი კი მართლაც ჩეხეთში გაიგზავნა. ისე გამოვიდა, სლოვენიაში ნაკრების გაფრენის წინა დღესაც გაურკვეველი იყო, ჩამოასწრებდა თუ არა ტვირთი თბილისში. თუ ვერა, ნაკრები ერთადერთი კომპლექტის იმედად რჩებოდა და ყველა მაისურისთვის შესაბამისი ტრუსებიც არ იყო.
ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ტყუილი ისაა, რომ მატჩის მსვლელობისას მსგავსი რამ არ მომხდარა - პრობლემა თამაშამდე მოგვარდა. არადა, ამბავი ისეა მიწოდებული, იფიქრებ, ეს ყველაფერი მატჩის დროს ხდებოდა. ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილი ფაქტის რუსულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ფორმის სრული კომპლექტი ყველას ჰქონდა.
პოლიტიკასა და პოლიტტექნოლოგიებში მთავარი მანევრებია: "ტრუსების სკანდალით", რუსულენოვან ინტერნეტ-სამყაროს საქართველოს გამარჯვების გაფერმკრთალება სურს - მარტივი ამბავია.
დამაშნი განგსტერები მომრავლდით!!!