Жано - молодец!

AutoSharing Option
როცა ჩვენი ნაკრები აგებს, მაშინ რუსული გამოცემების კითხვა გულისმომკვლელად ძნელი საქმეა: სარკაზმის, დაცინვისა და დამცირების ნიაღვარი მოედინება. სლოვენიაში გამარჯვების შემდეგ კი "წელგამართული" შევედით "რუნეტის" (ანუ რუსული ინტერნეტ-სივრცის) უკიდეგანო სამყაროში და... "გაზეტა.რუს" სათაური მოგვხვდა თვალში: "მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა რუსეთისთვის შური იძია". როგორია?!

ლაპარაკია სლოვენიელთა კარში გამარჯვების გოლის ავტორ ჯანო ანანიძეზე. ტექსტში განსაკუთრებული არაფერი წერია, აი, სათაური კი დიდებულია. თურმე, ახალგაზრდა, უწვერულ ჯანო ანანიძეს ღამეები არ ეძინა და სულ იმას ფიქრობდა, როგორ დაემწუხრებინა სლოვენიელები, რომელთაც გაბედეს და ჩვენი მეგობარი რუსეთის ეროვნული
გუნდი მუნდიალის მიღმა დატოვეს.

იხარე ჭერო, მტერი ზუსტად ერთი წლის თავზე (მას შემდეგ, რაც დედიჩმა რუსთათვის საბედისწერო გოლი გაიტანა, წელიწადი გასულა) დაეცა! მალადეც, ჟანო!!!

 


 

მკითხველის კომენტარები / 1 /
A N A N I D Z E you will be best soccerplayer in the world... We Believe you
tkupi
19:32 19-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული